შრი-ლანკის პარლამენტი
შრო-ლანკის პარლამენტი (სინჰალ. ශ්රී ලංකා පාර්ලිමේන්තුව) — შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.
ისტორია
რედაქტირებაცეილონის (შრი-ლანკის) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისტორია სათავეს იღებს 1833 წლის 13 მარტიდან, როდესაც კოლბრუკ-კემერონის კომისიის რეკომენდაციით ცეილონის გუბერნატორთან დაარსდა ცეილონის აღმასრულებელი საბჭო და ცეილონის საკანონმდებლო საბჭო. ორივე საბჭო თავდაპირველად ასრულებდა გუბერნატორის სათათბირო ორგანოს ფუნქციას (რომელსაც შეეძლო მათი რეკომენდაცია არ მიეღო) და მის შემადგენლობაშ შედიოდნენ მხოლოდ კოლონიალური ადმინისტრაციის ბრიტანელი თანამდებობის პირები, მაგრამ შემდგომში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეყვანაც დაიწყეს. საკანონმდებლო საბჭოში თავდაპირველად შედიოდა 16 არჩეული წევრი, მოგვიანებით მათი რიცხვი გაფართოვდა 49-მდე, მაგრამ ხმის მიცემის უფლება ყველა მათგანს არ ჰქონდა.
1931 წელს ძველი საკანონმდებლო საბჭო დაიშალა და შეიცვალა უფრო გავლენიანი ცეილონის სახელმწიფო საბჭოს მიერ. ეს უკანასკნელი კი უკვე 101 ადამიანის შემადგენლობით იყო, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით მოხვდნენ მის რიგებში, რაც გათვალისწინებული იყო დონომორის კონსტიტუციით.
მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის იმპერიის მონაწილეობის ფონზე და ცეილონის, როგორც რეგიონში მისი წარმომადგენლის მთავარი როლის გამო, ცეილონის ეროვნული კონგრესის პარტია 1942 წლისდან ცდილობს ბრიტანეთის ხელისუფლებასთან განიხილოს ცეილონისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი. 1944 წლიდან ეს საკითხები, ცეილონისთვის კონსტიტუციის შემუშავებასთან ერთად, განიხილეს კომისიამ, რომელსაც ლორდი სოლსბერი ხელმძღვანელობდა. კომისიის სხდომები დასრულდა ბრიტანული მოდელის მიხედვით ორპალატიანი პარლამენტის დაარსებით. პირველ პალატას ეწოდა წარმომადგენელთა პალატა და მისი შემადგენლობა 101 კაცით განისაზღვრა და ირჩევდნენ საყოველთაო არჩევნების საფუძველზე, ხოლო მეორე პალატას ეწოდა სენატი, რომლის წევრთა რაოდენობაც იყო 30, რომელის ნახევარს ირჩევდნენ წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები, ხოლო მეორე ნაწილს გენერალ-გუბერნატორი. პარლამენტის მუშაობა ამ ფორმით 1948 წლის 4 თებერვლიდან, ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში ცეილონის დამოუკიდებლობის მიღებიდან ქვეყანაში რესპუბლიკური მმართველობის დაწყებამდე გაგრძელდა.
სენატი დაიშალა 1971 წლის 2 ოქტომბერს და პარლამენტი ერთპალატიან მოდელს დაუბრუნდა. 1972 წლის 22 მარტს მიღებული შრი-ლანკის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციით კი წარმომადგენელთა პალატას ეწოდა ეროვნული სახელმწიფო ასამბლეა, სადაც ირჩევდნენ 168 დეპუტატს. საბოლოოდ, 1977 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რომელმაც გააფართოვა შრი-ლანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ასამბლეა გადაკეთდა შრი-ლანკის პარლამენტად.
შრი-ლანკის პარლამენტის საკანონმდებლო ხელისუფლების სიმბოლო XX საუკუნის შუა ხანებიდან არის საპარლამენტო კვერთხი, რომელიც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ აჩუქა ცეილონის წარმომადგენელთა პალატას. საპარლამენტო კვერთხის მასაა 13 კგ და სიგრძე 122 სმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- K. V. G. De Silva. Parliamentary government in Ceylon, 1948-1958. — Sagarajasingham Namasivayam, 1959. — 125 p.
- Atma Ram Tyagi, Kanwal Kishore Bhardwaj. The Working of Parliamentary Democracy in Ceylon. — Sultan Chand, 1969. — 223 p.
- Shelton U. Kodikara. The Sri Lanka Parliament and Foreign Policy // Foreign Policy and Legislatures: An Analysis of Seven Parliaments / M. L. Sondhi (Ed). — Abhinav Publications, 1988. — P. 95-112. — 235 p. — ISBN 9788170172338.
- Adrian Wijemanne. War and Peace in Post-colonial Ceylon, 1948-1991. — Orient Blackswan, 1996. — 111 p. — ISBN 9788125003649.
- S. W. R. de A. Samarasinghe, Vidyamali Samarasinghe. Parliament; Parliamentary elections; Parliamentary privileges // Historical Dictionary of Sri Lanka. — Scarecrow Press, 1998. — P. 104-106. — 214 p. — ISBN 9780810832800.