შრი-ლანკის დემოგრაფია
შრი-ლანკის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიას, მათ შორის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ეთნიკურ შემადგენლობას, განათლების დონეს, მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკური მდგომარეობას, რელიგიური კუთვნილებასა და სხვ.
შრი-ლანკა კუნძულია ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც ხშირად ცეილონსაც უწოდებენ. იგი დაახლოებით ირლანდიის ზომისაა. შრი-ლანკა ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 28 კილომეტრშია (18 მილი). ქვეყნის მოსახლეობა 21 მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია, სადაც კოლომბო, ქვეყნის მთავარი პორტი და სამრეწველო ცენტრი მდებარეობს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 0,7%-ია. შრი-ლანკა ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი სახელმწიფოა.
მიმოხილვა
რედაქტირება2012 წლის აღწერის მიხედვით შრი-ლანკის მოსახლეობა 20, 359 439 ადამიანს უდრის. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კმ-ზე 325 ადამიანს უდრის.[1] 1981 წლის აღწერის (ბოლო სრული აღწერის) შემდეგ მოსახლეობა 5 512 689-ით (37.1%) გაიზარდა, რაც 1.1%-იანი წლიური ზრდის ტემპის შესაბამისია.[1] 3 704 470 (18.2%) ადამიანი ურბანულ სექტორებში ცხოვრობდა, რაიონებში, რომლებსაც მუნიციპალური და საქალაქო საბჭოები მართავს.[2]
14 წლამდე ასაკის მოსახლეობა 5 131 666 (25.2%) ადამიანს შეადგენს, ხოლო 60 წელს გადაცილებულთა რიცხვი 2 525 573-ს (12.4%) უტოლდება. სამუშაო ასაკის (15-59) მოსახლეობის რაოდენობა 12 702 700 ადამიანია.[3] დემოგრაფიული დამოკიდებულების კოეფიციენტი 60.2%-ს უდრის.[1] საშუალო ასაკი 32 წელია, ხოლო მედიანური ასაკი 31 წელი.[1] სქესობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 100 ქალზე 94 მამაკაცს უდრის.[1] შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაქოწინებული ქალებისთვის, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება 2.65-ს უდრის.[4] შინამეურნეობების რიცხვი 5 264 282-ს უტოლდება. მათგან 3 986 236 (75.7%) მამაკაცები ხელმძღვანელობენ, ხოლო 1 278 046-ს (24.3%) ქალები.[1]
15 227 773 ადამიანი 15 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. 10 322 105 ადამიანი დაქორწინებულია, 3 927 602 არასდროს დაქორწინებულა, 792 947 შრი-ლანკელი დაქვრივებულია, ხოლო 185 119 ― განქორწინებულია.[5]
15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებიდან 7 857 350 (51.6%) შრი-ლანკელი ეკონომიკურად აქტიურია, 4 199 558 (27.6%) ადამიანი შინამეურნეობაშის საქმიანობაშია ჩართული, 1 431 105 (9.4%) სტუდენტია, 914 934 (6%) შრომისუუნაროა, ხოლო 346 084 (2.3%) ადამიანი პენსიონერია.[6] ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 6.6% (521 938 ადამიანი) უმუშევარია.[1] 604 540 შრი-ლანკელი ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრობდა უცხოეთში, თუმცა ქვეყანაში დაბრუნებას აპირებენ. მათი დიდი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებშია ემიგრირებული (373 050, 61.7%).[7]
10 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წერა-კითხვის დონე 95.7%-ს შეადგენს.[8] 5 წელზე გადაცილებული ასაკის მოსახლეობიდან (18 615 577) უმაღლესი განათლება მხოლოდ 499 563 (2.7%) ადამიანს აქვს მიღებული.[9]
შრი-ლანკის მოსახლეობა სამხრეთ აზიის სხვა სახელმწიფოებზე სწრაფად ბერდება და მეხუთე ყველაზე სწრაფად დაბერებადი მოსახლეობაა აზიაში ჩინეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ.[10][11][12] 2015 წლისთვის შრი-ლანკაში 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 13.9%-ს შეადგენდა, რომელიც 2030 წლისთვის 21%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 27.4%-მდე გაიზრდება.[11][12] შრი-ლანკის მოსახლეობაში უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდა ქვეყნისთვის სოციო-ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს.[13]
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირება2012 წლის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 74.9%-ს სინჰალელები შეადგენენ, რომლებიც მეტწილად ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ცხოვრობენ.[14] შრი-ლანკელი ტამილები ძირითადად კუნძულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და ქვეყნის უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას შეადგენენ (2012 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 11.1%-ს).[14]
შრი-ლანკის მოსახლეობის 4.1%-ს ინდოელი ტამილები შეადგენენ.[14] ბრიტანელებმა ისინი შრი-ლანკაში XIX საუკუნეში ჩაიყვანეს ჩაისა და კაუჩუკის პლანტაციებში სამუშოდ. ისინი შრი-ლანკის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში, „ჩაის ქვეყანაში“ დარჩნენ. 1964 წელს ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შრი-ლანკაში ინდოელი ტამილები „უსამშობლოდ“ გამოცხადდნენ და ინდოელი ტამილები უკან, ინდოეთში გადაასახლეს.[15] ინდოეთმა მათ მოქალაქეობა მიანიჭა და 200 000-მდე მათგანი ინდოეთში დასახლდა. 75 000 ინდოელი ტამილი, რომლებმაც ან რომელთა მშობლებმაც ინდოეთის მოქალაქეობა მიიღეს, შრი-ლანკაში დარჩა. მთავრობის გადაწყვეტილებით ტამილებს ინდოეთში დაბრუნებას არ აიძულებენ, თუმცა შრი-ლანკის მოქალაქეობას ვერ მიიღებენ. 1990-იან წლებში ინდოელი ტამილების დიდმა ნაწილმა შრი-ლანკის მოქალაქეობა მაინც მიიღო, ხოლო ნაწილს მოქალაქეობის უფლება 2003 წელს მიენიჭა.[15][16]
ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ვედები, შრი-ლანკის აბორიგენი მოსახლეობა; შრი-ლანკლეი მალაიები, რომლებიც ავსტრონეზიელ მოსახლეთა შთამომავლები არიან; ბიურგერები ― ევროპელი კოლონიზატორების შთამომავლები, მეტწილად პორტუგალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან; ჩინელი მიგრანტები, რომლებიც კუნძულზე XVIII-XIX საუკუნეებში დასახლდნენ; კაფირები ― აფრიკელთა მცირერიცხოვანი შთამომავლობა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A1: Population by district, sex and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-28. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A2: Population by district, age and sex. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A44: Ever married female population aged 15 years and over by number of children born alive, average children per woman, age and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A10: Population by marital status, age, sex and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A37 Population aged 15 years and over by economic activity status, age, sex and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A47: Population living abroad temporary by country of usual residence, age and sex. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A31: Population aged 10 years and over by literacy rate, age, sex and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A30: Population aged 5 years and over, by educational attainment, age, sex and sector. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ „The Future of Population in Asia: Asia's Aging Population“ (PDF). Asia Society. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 8 March 2014. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ 11.0 11.1 „Ageing population and elderly care in Sri Lanka“. Australian National University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ 12.0 12.1 „How Asia's population is aging, 2015-2030 scenario“. The Jakarta Post. 14 February 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ „Sri Lanka's ageing population poses socio-economic challenges“. Lanka Business Online. 20 April 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Census of Population and Housing of Sri Lanka, 2012 - Table A3: Population by district, ethnic group and sex. Department of Census & Statistics, Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ 15.0 15.1 Kingsbury, Damien; Kingsbury, Senior Lecturer in International Development Damien (2012-03-12) Sri Lanka and the Responsibility to Protect: Politics, Ethnicity and Genocide (en). Routledge. ISBN 9781136639975.
- ↑ De Silva, C.R. A History, გვ. 262.