ჯაფნა
ჯაფნა — ქალაქი და ნავსადგური შრი-ლანკაში, ჯაფნის ნახევარკუნძულზე. წარმოადგენს ჩრდილოეთი პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2012 წლის მონაცემებით ქალაქში 88 138 ადამიანი ცხოვრობს. ჯაფნა არის რკინიგზის ბოლო სადგური და სავაჭრო ცენტრი. ჟაფნის მეშვეობით მყარდება კავშირი ინდოეთსა და ბირმასთან. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ნედლეულის გადამუშავება. კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა.
ქალაქი | |
---|---|
ჯაფნა ტამილ. யாழ்ப்பாணம் სინჰალ. යාපනය | |
ქვეყანა | შრი-ლანკა |
კოორდინატები | 9°40′00″ ჩ. გ. 80°00′00″ ა. გ. / 9.66667° ჩ. გ. 80.00000° ა. გ. |
დაარსდა | 1621 |
ფართობი | 20.2 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 5±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ტამილური ენა |
მოსახლეობა | 88 138 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
ოფიციალური საიტი | https://jaffna.mc.gov.lk/ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 546.