დავით ყიფიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ყიფიანი, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.

დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[1] ღირსების ორდენის კავალერი.

დავით ყიფიანი
დავით ყიფიანი 1981 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით დავითის ძე ყიფიანი
დაბადების
თარიღი
18 ივნისი, 1951
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
17 სექტემბერი, 2001
(50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1964–1966 თბილისის 35-ე სკოლა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968 ლოკომოტივი 1 (0)
1969 დინამო თბ. 0 (0)
1970 ლოკომოტივი 28 (3)
1971–1982 დინამო თბ. 246 (79)
ეროვნული ნაკრები
1974–1981 სსრ კავშირი 19 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1985 დინამო თბილისი
1988 დინამო თბილისი
1990–1991 დინამო თბილისი
1992–1993 ოლიმპიაკოსი
1995–1997 დინამო თბილისი
1997 საქართველო
1998 რასინგი მეხელენი
1998 შინიკი
1999–2001 ტორპედო ქუთაისი
2000–2001 საქართველო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2][3] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[6][7][8][9] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[10][11]

საკლუბო კარიერა რედაქტირება

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.[12]

1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2–1 დაამარცხა.[13]

1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში — თბილისის „დინამოში“.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[14][15][16][17][18]

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981).

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1974–1981 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 7 ბურთი გაიტანა.[19][20][21]

პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა. დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავით ყიფიანი 68-ე წუთზე მანუჩარ მაჩაიძემ შეცვალა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა, ასევე სადებიუტო იყო სანაკრებო კარიერაში. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[22]

სანაკრებო მატჩები და გოლები რედაქტირება

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 17.04.1974 ზენიცა იუგოსლავია   0–1   სსრკ ამხანაგური   50'   46'  68' [23]
2 23.03.1977 ბელგრადი იუგოსლავია   2–4   სსრკ ამხანაგური   54'   68' [24]
3 24.04.1977 მოსკოვი სსრკ   2–0   საბერძნეთი მსოფ. შეს.   77' [25]
4 30.04.1977 ბუდაპეშტი უნგრეთი   2–1   სსრკ მსოფ. შეს.   88'   60' [26]
5 10.05.1977 ათენი საბერძნეთი   1–0   სსრკ მსოფ. შეს. [27]
6 18.05.1977 თბილისი სსრკ   2–0   უნგრეთი მსოფ. შეს. [28]
7 28.07.1977 ლაიფციგი გდრ   2–1   სსრკ ამხანაგური [29]
8 26.02.1978 მარაქეში მაროკო   2–3   სსრკ ამხანაგური   77' [30]
9 05.04.1978 ერევანი სსრკ   10–2   ფინეთი ამხანაგური   18' [31]
10 14.05.1978 ბუქარესტი რუმინეთი   0–1   სსრკ ამხანაგური   73' [32]
11 19.11.1978 ტოკიო იაპონია   1–4   სსრკ ამხანაგური [33]
12 23.11.1978 ტოკიო იაპონია   1–4   სსრკ ამხანაგური   5'59' [34]
13 27.11.1978 ოსაკა იაპონია   0–3   სსრკ ამხანაგური [35]
14 19.05.1979 თბილისი სსრკ   2–2   უნგრეთი ევრ. შეს.   70' [36]
15 27.06.1979 კოპენჰაგენი დანია   1–2   სსრკ ამხანაგური [37]
16 04.07.1979 ჰელსინკი ფინეთი   1–1   სსრკ ევრ. შეს.   70' [38]
17 05.09.1979 მოსკოვი სსრკ   1–0   გდრ ამხანაგური [39]
18 12.09.1979 ათენი საბერძნეთი   1–0   სსრკ ევრ. შეს.   46' [40]
19 30.05.1981 რექსემი უელსი   0–0   სსრკ მსოფ. შეს.   84' [41]

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1990, 1995, 1996, 1997) და ქუთაისის „ტორპერდო“ (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე „დინამომ“ (1995, 1996, 1997) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.[19]

სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

კლუბი[42] წელი ჩემპიონატი თასი ევროთასები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლოკომოტივი თბ. 1968 1 0 1 0
Total 1 0 1 0
დინამო თბილისი 1969
Total
ლოკომოტივი თბ. 1970 28 3 1 0 29 3
Total 28 3 1 0 29 3
დინამო თბილისი 1971 23 3 1 0 24 3
1972 28 7 3 0 2 [43] 1 33 8
1973 20 5 3 0 5 3 28 8
1974 5 1 3 4 8 5
1975 24 12 2 1 26 13
1976 18 9 5 5 2 [44] 1 25 15
1977 27 14 5 2 32 16
1978 25 7 6 1 4 1 35 9
1979 22 3 2 1 4 2 28 6
1980 31 8 7 3 4 0 42 11
1981 18 8 1 0 5 0 24 8
1982 4 2 1 2 4 0 9 4
ჯამში 245 79 34 17 35 10 314 106
სულ ჯამში 274 82 35 17 35 10 344 109

სანაკრებო რედაქტირება

საბჭოთა კავშირი[45][46]
წელი მატჩი გოლი
1974 1 1
1975
1976
1977 6 3
1978 6 3
1979 5 0
1980
1981 1 0
ჯამში 19 7

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

 
დავით ყიფიანი № 2729

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[47]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[48][49]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[50]

2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.[51]

1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4).

2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას.

მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.

მიღწევები რედაქტირება

 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[52][53][54][55]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973[56]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო რედაქტირება

  სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
  სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1977, 1978
  • №2: 1976, 1980, 1981
  • №3: 1973, 1975, 1979

სამწვრთნელო რედაქტირება

  დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
  ტორპედო ქუთაისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 56
  2. ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 194
  3. Soviet Union - Player of the Year Awards
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  5. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  6. ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
  7. Gorgodze, Giorgi. Davit Kipiani – The „Moving Feast“ of Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2019-06-01.
  8. Moñino, Ladislao J.. Diálogos en la tumba de Kipiani. El cementerio georgiano acoge conversaciones entre exjugadores del Dínamo de Tblisi.
  9. Kahl, Sebastian. Who Was David Kipiani? (Talks and writes about football history).
  10. კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი
  11. დღესასწაულის წადილი: წიგნი ყიფოს იუბილესთვის
  12. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 11
  13. „დათო, უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება“
  14. კარაველას თასი // fcdinamo.ge
  15. Trofeo Colombino de fútbol
  16. Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон) // fc-dynamo.ru
  17. IX Trofeo Colombino de fútbol // dinamo-tbilisi.ru
  18. „კარაველას“ რაინდები // opentext
  19. 19.0 19.1 ქართული სპორტის საუკუნე – დაუვიწყარი სახელები: დავით ყიფიანი
  20. „ზედმეტად ქართველი“ ფეხბურთელი — რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე დავით ყიფიანი
  21. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
  22. Yugoslavia 0–1 Soviet Union / International Friendly // eu-football.info
  23. Yugoslavia 0–1 USSR / Friendly // 11v11.com
  24. Yugoslavia 2–4 USSR / Friendly // 11v11.com
  25. USSR 2–0 Greece / World Cup Qualifiers // 11v11.com
  26. Hungary 2–1 USSR / World Cup Qualifiers // 11v11.com
  27. Greece 1–0 USSR / World Cup Qualifiers // 11v11.com
  28. USSR 2–0 Hungary / World Cup Qualifiers // 11v11.com
  29. East Germany 2–1 USSR / Friendly // 11v11.com
  30. Morocco 2–3 USSR / Friendly // 11v11.com
  31. USSR 10–2 Finland / Friendly // 11v11.com
  32. Romania 0–1 USSR / Friendly // 11v11.com
  33. Japan 1–4 USSR / Friendly // 11v11.com
  34. Japan 1–4 USSR / Friendly // 11v11.com
  35. Japan 0–3 USSR / Friendly // 11v11.com
  36. USSR 2–2 Hungary / UEFA Euro 1980 Qualifying // 11v11.com
  37. Denmark 1–2 USSR / Friendly // 11v11.com
  38. Finland 1–1 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying // 11v11.com
  39. USSR 1–0 East Germany / Friendly // 11v11.com
  40. Greece 1–0 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying // 11v11.com
  41. Wales 0–0 USSR / World Cup Qualifiers // 11v11.com
  42. David Kipiani Club Statistics. footballfacts.ru.
  43. 1972–73 UEFA Cup
    Dinamo Tbilisi 3–2 Twente.
    Twente 2–0 Dinamo Tbilisi.
  44. 1976–77 UEFA Cup Winners' Cup
    Dinamo Tbilisi Aggregate: 3–1 Cardiff City.
    Dinamo Tbilisi Aggregate: 1–5 MTK-VM Budapest.
  45. David Kipiani
  46. David Kipiani International Statistics. footballfacts.ru.
  47. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
  48. XX საუკუნის რჩეულები
  49. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  50. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  51. გაზეთმა „ლელომ“ 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპერტსმენები დააჯილდოვა
  52. "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine. // fc-dynamo.ru
  53. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
  54. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
  55. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  56. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
  57. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 23, 41–44
  58. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 34, 94
  59. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 28, 63
  60. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1986, გვ. 58
  61. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 78
  62. Кипиани, Давид Давидович