ანგოლის სამოქალაქო ომი

(გადამისამართდა გვერდიდან სამოქალქო ომი ანგოლაში)
ანგოლის სამოქალაქო ომი
ცივი ომის, კონგოს პირველი და მეორე ომის ნაწილი
LocationAngola.svg
თარიღი 11 ნოემბერი 1975 - 4 აპრილი 2002
მდებარეობა ანგოლის დროშა ანგოლა
შედეგი მპლას გამარჯვება
მხარეები
Flag of MPLA.svg მპლა
Flag of the African National Congress.svg აეკ[1]
Flag of South West Africa People's Organisation.svg სვაპო[1]
Flag of Cuba (CMYK).png კუბა
Flag of Namibia.svg ნამიბია
Flag of Katanga.svg კეგფ (1975-2001)[2][3]
მხარს უჭერდნენ:

Flag of the Soviet Union.svg სსრკ (1991-მდე)
Flag of the German Democratic Republic.svg გდრ (1990-მდე)
Flag of Portugal.svg პორტუგალია (1975-1976)
Lybia (Gaddafi loyalists) flag (2019- ).png ლიბია
Flag of Yugoslavia (1946-1992).svg იუგოსლავია
Flag of People's Republic of Congo (16-9).svg კონგო (1975-1991)
Flag of North Korea.png ჩრდილოეთი კორეა
Flag of Brazil.svg ბრაზილია[4][5][6]
ტანზანიის დროშა ტანზანია
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
Republica Socialistă România (Socialist Republic of Romania) (16-9).svg რუმინეთი

Flag of UNITA.svg უნიტა
Bandeira da FNLA.svg აგეფ
Flag of South Africa (1928–1994).svg სამხრეთი აფრიკა (1975-1991) [7]
Flag of Zaire (1971–1997).svg ზაირი (1975)[8][3]
მხარს უჭერდნენ:
აშშ-ის დროშა აშშ (1975-1991)[3]
მაროკოს დროშა მაროკო[3]
ჩინეთის დროშა ჩინეთი[3]
ზამბიის დროშა ზამბია
მეთაურები
აგოსტინიო ნეტო
ჟოზე ედუარდო სანტუში
იკო კარეირა
კუნდი პაიჰამა
ჟუან ლორენსუ
ანტონიო ფრანკა
ლუსიო ლარა
კუბის დროშა ფიდელ კასტრო
კუბის დროშა ანტონიო ბატლე
კუბის დროშა აბელარდო კოლომე იბარა
კუბის დროშა არნალდო ოჩოა
კუბის დროშა რაულ არგუელო
საბჭოთა კავშირის დროშა ვასილი პეტროვი
საბჭოთა კავშირის დროშა ვალენტინ ვარენიკოვი
ნამიბიის დროშა სემ ნუჯომა
ჟონას სავიმბი
ჟერემიას ჩიტუნდა
ანტონიო დემბო
პაულო ლუკამბა
დემოსთენეს ჩილინგუტილა
ალბერტო ვინამა
კაფუნდანგა ჩინგუნჯი
არლინდო პენა ბენ-ბენი
ჰოლდენ რობერტო
დანიელ ჩიპენდა (1975)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ბ. ი. ვორსტერი (1975–1978)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა პ. ვ. ბოთა (1978-1989)
ზაირის დროშა მობუტუ სესე სეკო (1975)
ენრიქე ნ'ზიტა ტიაგო
როდრიგეს მინგასი
ლუიშ რანკე ფრანკე
ძალები
მპლა:

კუბის დროშა კუბა:

  • 36,000 ჯარისკაცი და 400 ტანკი (1976)[12]
  • 35,000–37,000 (1982)[10]
  • 60,000 (1988)[10]
  • 337,033[13]–380,000[14] მთლიანობაში (1,000 ტანკი, 600 ჯავშანმანქანა და 1,600 არტილერიის ერთეული)[15]

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ:

  • მთლიანობაში 11,000
    (1975–1991)[16]

Republica Socialistă România (Socialist Republic of Romania) (16-9).svg რუმინეთი:

ბრაზილიის დროშა ბრაზილია:

  • პილოტების უცნობი რაოდენობა[6]
უნიტა:

აგეფ:

  • 22,000 (1975)[21]
  • 4,000–7,000 (1976)[22]

Flag of South Africa (1928–1994).svg სამხრეთი აფრიკა:

  • 20,000 (1975–1976)[23]
  • 6,000 (1987–1988)[23]
დანაკარგები
უცნობია
კუბის დროშა 2,016–5,000 დაღუპული[24]
10,000–15,000 დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგული[25][26]
[27]
საბჭოთა კავშირის დროშა 54 დაღუპული[28]
ჩეხეთის დროშა 1 დაღუპული[29]
უცნობია
უცნობია
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2,365[30]–2,500 დაღუპული[31] (სამხრეთი აფრიკის სასაზღვრო ომის დანაკარგების ჩათვლით)
უცნობია
500,000–800,000 დაღუპული და 4,000,000 ლტოლვილი[32][33]
Commons-logo.svg ანგოლის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ანგოლის სამოქალაქო ომი (პორტ. Guerra Civil Angolana) — ანგოლის შიდა კონფლიქტი, რომელმაც 500,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მიმდინარეობდა 1975-2002 წლებში. გამოიწვია ანგოლის სამი მთავარი ანტიკოლონისტური დაჯგუფების: მპლას, უნიტასა და აგეფ-ის დაპირისპირებამ.

კონფლიქტის მთავარი მონაწილეებირედაქტირება

მპლარედაქტირება

ჩამოყალიბების დღიდან მპლას მთავარი სოციალური ბაზა იყო ამბუნდუს ხალხი და მრავალრასობრივი ინტელიგენცია ქალაქებში, როგორიცაა ლუანდა, ბენგელა და უამბო. 1962-1974 წლების ანტიკოლონიალური ბრძოლის დროს მპლას მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირმა, ხოლო მისი უძლიერესი მოკავშირე კუბა გახდა. იუგოსლავია კი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა, მათ შორის $14 მილიონი 1977 წელს, ასევე იუგოსლავია უსაფრთხოების პერსონალს აგზავნიდა ქვეყანაში და ანგოლელების დიპლომატიური სწავლებისათის იწვევდა ბელგრადში.

აგეფრედაქტირება

აგეფ მპლას პარალელურად ჩამოყალიბდა, და თავდაპირველად ბაკონგოს ხალხის ინტერესების დაცვას და ისტორიული კონგოს იმპერიის აღდგენის იდეის მხარდაჭერას ეწეოდა. ის სწრაფად განვითარდა ნაციონალისტურ მოძრაობად, რომელსაც მობუტუს მთავრობა პორტუგალიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა აგეფ-ის მხარდაჭერაზე ნატოს წევრი პორტუგალიის წინააღმდეგ ომის დროს, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

უნიტარედაქტირება

უნიტას მთავარი სოციალური საფუძველი იყო ოვიმბუნდუს ხალხი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენდა. უნიტა დაარსდა 1966 წელს ჟონას სავიმბის მიერ, რომელიც მანამდე აგეფ-ის ლიდერი იყო. ანტიკოლონიალური ომის დროს უნიტამ გარკვეული მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა უნიტასთვის და მნიშვნელოვნად გაზარდა დახმარება მომდევნო ათწლეულებში. ამ უკანასკნელ პერიოდში უნიტას მთავარი მოკავშირე იყო სამხრეთი აფრიკის აპართეიდული რეჟიმი.

წინასიტყვაობარედაქტირება

ანგოლა, ისევე როგორც აფრიკული ქვეყნების უმეტესობა, კოლონიური ინტერვენციის შედეგად ჩამოყალიბდა. ანგოლის შემთხვევაში, მისი კოლონიური ძალა – პორტუგალია – იმყოფებოდა და აქტიურობდა ანგოლის ტერიტორიაზე ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ეთნიკური დაყოფარედაქტირება

 
ანგოლის ეთნიკური რუკა. დაახ. 1970

ამ ტერიტორიის თავდაპირველი მოსახლეობა ხოისური ტომებისგან შედგებოდა, რომლებიც სამხრეთისკენ გადაასახლეს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხმა. ბანტუს შემოდინება დაიწყო ძვ. წ. 500 წელს. მათ ჩამოაყალიბეს რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური ერთეული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კონგოს იმპერია, რომლის ცენტრი მდებარეობდა დღევანდელი ანგოლის ჩრდილო-დასავლეთით და რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილოეთითდსკენ, დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილზე, ასევე დღევანდელი კონგოს რესპუბლიკისა და გაბონის ტერიტორიებზეც. ასევე ისტორიული მნიშვნელობის იყო ნდონგოსა და მატამბის სამეფოები კონგოს იმპერიის სამხრეთით, ამბუნდუს მხარეში. გარდა ამისა, ლუნდის იმპერიას ეკავა დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ანგოლის ნაწილი. აღნიშნული ტერიტორიის სამხრეთით და დღევანდელი ნამიბიის ჩრდილოეთით მდებარეობდა კვანიამის სამეფო, ცენტრალურ მთიანეთში სხვა მცირე სახელმწიფოებთან ერთად. ყველა ეს პოლიტიკური ერთეული იყო ეთნიკური განხეთქილების ასახვა, რომელიც ნელ-ნელა განვითარდა ბანტუს ტომებს შორის და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ განხეთქილების კონსოლიდაციასა და ახალი იდენტობების გაჩენას.

კოლონიალიზმირედაქტირება

 
პორტუგალიელი ჯარისკაცები ანგოლის ჯუნგლებში, ადრეული 60-იანი წლები

XV საუკუნის ბოლოს პორტუგალიელმა ახალმოსახლეება კონგოს იმპერიასთან დაამყარეს ურთიერთობები. 1575 წელს, პორტუგალიელებმა ლუანდა დაარსეს, რომელიც ამბუნდუს ხალხის მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. კიდევ ერთი ფორტი, ბენგელა ლუანდის სამხრეთით შეიქმნა, სადაც ოვიმბუნდუს ხალხის წინაპრები ცხოვრობდნენ.

არცერთი პორტუგალიური კოლონიალური კამპანია არ დაწყებულა დაპყრობის მიზნით. მათი მთავარი მიზანი მონებით ვაჭრობა იყო.

XIX საუკუნეში პორტუგალიელებმა გაფართოების უფრო სერიოზული პროგრამა დაიწყეს. მათ სურდათ დე-ფაქტო ბატონობა, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაეარსებინათ კომერციული ქსელები და დასახლებები. ამ ექსპანსიის დროს ისინი კონფლიქტში ჩაებნენ აფრიკის რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულთან.[34]

ომი დამოუკიდებლობისთვისრედაქტირება

1961 წელს აგეფ-მა და მპლა-მ პორტუგალიის წინააღმდეგ პარტიზანული ომი წამოიწყეს. ანგოლის დამოუკიდებლობის ომი 1974 წელს პორტუგალიური რეჟიმის დამხობამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ანგოლა დაახლოებით 500 000-მა პორტუგალიელმა დატოვა, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური დეპრესია მოჰყვა.[35]

70-იანებირედაქტირება

დამოუკიდებლობარედაქტირება

 
მპლა-ს საშტაბო მანქანა იწვის. ნოვო რედონდო, 1975 წელი

1975 წლის 15 იანვარს, მიხაკების რევოლუციისა და ანგოლის დამოუკიდებლობის ომის დასასრულის შემდეგ, კონფლიქტის მხარეებმა ალვორის ზავი დადეს. იმავე წლის ივლისში, მპლა-ს ძალებმა აგეფ ლუანდიდან გამოაგდო, ხოლო უნიტამ სამხრეთით მდებარე ფორტები დათმო. აგვისტოსთვის, მპლა-ს 15 პროვინციული დედაქალაქიდან 11 ეკავა, მათ შორის ლუანდა და კაბინდა. 23 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკამ ნამიბიიდან სამხრეთ ანგოლაში 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, რათა აგეფ-თვისა და უნიტასთვის დაეჭირა მხარი. ზაირმა, ანგოლაში პრო-კინშასური მთავრობის დამკვიდრების მიზნით, ჯავშანმანქანები და 3 სახმელეთო ბატალიონი გაგზავნა.[36] სამხრეთ აფრიკულმა და უნიტა-ს ძალებმა 5 პროვინციული დედაქალაქი ჩაიგდეს ხელში, მათ შორის ნოვო-რედონდო და ბენგელა. მპლა-ს მხარდასაჭერად და სამხრეთ აფრიკული ინტერვენციის საპასუხოდ, კუბამ ანგოლაში 18 000 ჯარისკაცი გაგზავნა.[37] ამასთან ერთად, იუგოსლავიამ ლუანდის პორტში თავისი ფლოტიდან 2 ხომალდი გაგზავნა. კუბურმა და იუგოსლავიურმა ინტერვენციამ დიდი როლი ითამაშა აგეფ-ისა და უნიტას ექსპანსიის შეჩერებაში. შედეგად აგეფ კიფაგონდოს ბრძოლაში დამარცხდა და ზაირში გადავიდა, რამაც საბოლოოდ დაამკვიდრა ლუანდის კონტროლი მპლა-ს მიერ.[38][39]

1975 წლის 11 ნოემბერს მპლა-ს ლიდერმა აგოსტინიო ნეტომ ანგოლის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[40] უნიტამ უამბოში ბაზირებული ანგოლის სოციალურ-დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო აგეფ-მა – ამრიცში ბაზირებული ანგოლის დემოკრატიული რესპუბლიკა. ფლეკ-მა (კაბინდას ენკლავის გათავისუფლების ფრონტი) პარიზიდან კაბინდას რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 23 ნოემბერს, აგეფ-მა და უნიტამ კოალიციური სახელმწიფო – ანგოლის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა შექმნეს,[41] ხოლო მისი ლიდერები ჟონას სავიმბი და ჰოლდენ რობერტო გახდნენ.

1975 წლის ნოემბერში, სამხრეთ აფრიკულმა მთავრობამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკული თავდაცვის ძალები (სადფ), ანგოლაში ოპერაციების დასრულებას აპირებდა. სავიმბიმ გენერალ კონსტანტინ ვილიოენს სთხოვა, სამხრეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრ ჯონ ვორსტერთან შეხვედრა მოეწყო. 10 ნოემბრის ღამეს, ის პრემიერთან შესახვედრად ფარულად გაფრინდა პრეტორიაში. შეხვედრის შედეგად, ვორსტერმა არა მარტო დატოვა სადფ-ის ნაწილები ანგოლაში, არამედ სავიმბის სადფ-ის ანგოლაში 9 დეკემბრამდე დატოვებას შეჰპირდა.[42][43]

1976 წლისთვის, კონფლიქტში ჩართული სხვა ქვეყნების უმეტესობამ (კუბის გარდა) ანგოლა დატოვა. პორტუგალიურმა არმიამ ანგოლა ჯერ კიდევ 1975 წელს დატოვა,[44] ხოლო სამხრეთ აფრიკული ჯარი ანგოლიდან მხოლოდ 1976 წლის თებერვალში წავიდა.[45] ანგოლაში მყოფი კუბური ჯარის რაოდენობა 5 500-დან 11 000-მდე გაიზარდა. კუბურმა ჯარმა რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა კაბინდელი სეპარატისტების წინააღმდეგ.[46]

70-იან წლებში შვედეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია სვაპო-სა და მპლა-ს.[47][48][49]

შეჭრები შაბაშირედაქტირება

 
შაბას პროვინცია, ზაირი

1977 წლის 7 მარტს, კონგოს გათავისუფლების ეროვნული ფრონტი (კგეფ) აღმოსავლეთი ანგოლიდან შეიჭრა ზაირის შაბას (დღევანდელი კატანგა) პროვინციაში. კგეფ-ის მიზანი მობუტუს რეჟიმის დამხობა იყო. კგეფ-მა ვერ შეძლო ზაირის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქის, კოლვეზის დაპყრობა. სამაგიეროდ, მან დაიკავა კასაჯი და მუჩაჩა. ზაირის არმია დამარცხდა, ხოლო კგეფ-მა თავისი ექსპანსია განაგრძო. 2 აპრილს, მობუტუმ შველა სთხოვა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, კამერუნელ უილიამ ეტეკის. მობუტუს თხოვნას საფრანგეთი გამოეხმაურა და კინშასაში 1 500 მაროკოელი ჯარისკაცი გაგზავნა. კონტრშეტევის შედეგად, კგეფ-ის ჯარმა შაბა დატოვა და იძულებული გახდა 1977 წლის აპრილში ანგოლასა და ზამბიაში გადასულიყო.[50][51][52][53]

მობუტუმ მპლა, ასევე კუბური და საბჭოთა მთავრობები ომში თანამონაწიელობაში დაადანაშაულა.[54] ნეტო და შესაბამისად, მპლა კგეფ-ს მხარს უჭერდა მობუტუს მიერ აგეფ-ის მხარდაჭერის საპასუხოდ.[55] 1977 წლის 22 ივლისს მობუტუმ და ნეტომ დადეს ანგოლასა და ზაირის საზღვრების შეთანხმება.[56]

კგეფ კიდევ ერთხელ შეიჭრა შაბაში 1978 წლის 11 მაისს. მან კოლვეზი 2 დღეში დაიპყრო, მაგრამ ფრანგულ ლეგიონებთან დამარცხდა და იძულებული იყო უკან დაეხია.

ნეტოს მემკვიდრერედაქტირება

საბჭოთა კავშირმა ანგოლაში თავისი გავლენის დამკვიდრება სცადა: ის ანგოლაში სამხედრო ბაზების დაარსებას აპირებდა,[57] მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ნეტომ არ გასცა შესაბამისი უფლება. შედეგად, სსრკ-მ მხარი პრემიერ-მინისტრ ლოპუ დუ ნაშსიმენტუს დაუჭირა.[58] ნეტომ მპლას ცენტრალური კომიტეტი აიძულა, ნაშსიმენტუ პრემიერ-მინისტრისა და პოლიტბიუროს მდივნის პოზიციებისგან გაენთავისუფლებინა. იმავე წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.[59]

1979 წლის 10 სექტემბერს, ნეტოს გარდაცვალების შემდეგ, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ჟოზე ედუარდო სანტუში დანიშნა ახალ პრეზიდენტად.

80-იანებირედაქტირება

 
სამხრეთ აფრიკული საჰაერო დესანტი სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შუა 1980-იანი წლები

ჟოზე ედუარდო სანტუშის მმართველობის დროს, ანგოლის შეიარაღებული ძალები ნამიბიის კავანგოს პროვინციაში შევიდნენ. მომდევნო დღეს, სანტუშმა ნამიბიასა და ზაირთან თავდაუსხმელობის პაქტი დადო.[60] 1980-იან წლებში კონფლიქტში ჩაერთო კონგოს ეროვნული ფრონტი (კეფ) და სვაპო. სამხრეთი აფრიკის მთავრობამ ანგოლაში თავისი შეიარაღებული ძალები დააბრუნა. მათი ინტერვენცია 1981-დან 1987 წლამდე გაგრძელდა.[45] 1981 წელს, აშშ-მ ანგოლაში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ, კუბას ჯარის გაყვანა შესთავაზა.[61][62]

1979 წლიდან რუმინეთმა ანგოლელი პარტიზანების წვრთნა დაიწყო. რუმინეთმა ანგოლაში 2 თვითმფრინავი გააგზავნა. თითოეული მათგანი რუმინეთში 166 პარტიზანით ჩავიდა. წვრთნის დასრულების შემდეგ ისინი ანგოლაში აღარ დაბრუნებულან. შემდგომში რუმინეთმა ანგოლაში საჰაერო აკადემია დაარსა, სადაც გარდა 100 ინსტრუქტორისა, ასევე იყო 500 რუმინელი ჯარისკაცი, რომელიც ბაზას იცავდა.[17][18]

1980 წლის 12 მაისს, სამხრეთი აფრიკის სამხედრო ნაწილები ანგოლის კუნენეს პროვინციაში შეიჭრა. ანგოლის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მშვიდობიანი ხალხის დაჭრასა და მოკვლაში დაადანაშაულა. 9 დღის შემდეგ, სადფ-მა კიდევ ერთი შეტევა განახორციელა, ამჯერად კუანდო-კუბანგოში. 7 ივნისს, სადფ-მა ანგოლაში სრულმაშტაბიანი შეჭრა განახორციელა კუნენესა და კუანდო-კუბანგოს პროვინციების გავლით. 24 ივნისს მპლა-მ 120 ანგოლელი დააკავა, რომლებიც ლუანდაში ფეთქებადი ნივთიერებების განთავსებას აპირებდნენ. სამი დღის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭო ანგოლის ელჩის, ე. დე ფიგერიდოს ბრძანებით შეიკრიბა და სამხრეთი აფრიკის ანგოლაში ინტერვენცია დაგმო. ზაირის პრეზიდენტმა მობუტუმ ასევე მხარი დაუჭირა მპლა-ს, ხოლო თვითონ ორგანიზაციამ სამხრეთი აფრიკის მიერ, 1980 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, ანგოლის ტერიტორიალური სუვერენიტეტის დარღვევის 529 შემთხვევა შენიშნა.

კუბამ ანგოლაში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობა 35 000-დან 40 000-მდე გაზარდა. 1983 წელს სამხრეთ აფრიკის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ასკარი“ ჩაატარეს, რომლის მიზანი უილის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ლუბანგოს დაკავება იყო.

1985 წელს ამერიკელმა კონსერვატორებმა ჯამბაში შეხვედრა მოაწყეს.[63]

იმავე წლის 11 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 236-მა წევრმა მხარი დაუჭირა კლარკის ჩასწორების გაუქმებას.[64] მპლა-მ ივლისის ბოლოს უნიტას მიერ დაკავებულ დასახლებულ პუნქტებზე წარმატებული შეტევები განახორციელა. 18 სექტემბერს მათ დაიკავეს ქალაქი კოზომბო.[65]

ომის ინტენსიური პერიოდირედაქტირება

 
სამხრეთი აფრიკის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები ანგოლასა და ზამბიის ტერიტორიებზე.

1986 წლისთვის ანგოლაში განვითარებული მოვლენები დიდ როლს თამაშობდა ცივ ომში, რაც გამოიწვია სსრკ-ს და აღმოსავლეთი ბლოკის ქვეყნების, ასევე კუბის მიერ მპლა-სთვის, ხოლო აშშ-ს მიერ უნიტას-თვის გაწეულმა მხარდაჭერამ. სავიმბიმ ახლო ურთიერთობები დაამყარა ამერიკელ კონსერვატორებთან, რომლებიც მას უმთავრეს მოკავშირედ განიხილავდნენ აშშ-ს მიერ არადემოკრატიული რეჟიმების დამხობისთვის. შესაბამისად მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რის გამოც როგორც ვაშინგტონი, ასევე მოსკოვი კონფლიქტს ცივი ომის გამარჯვებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად განიხილავდნენ.

1986 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სავიმბი თეთრ სახლში დაპატიჟა.

იმავე წლის 8 თებერვალს უნიტა-ს ძალებმა შეუტიეს კამაბატელას (ჩრდილოეთი კვანზა). ანგოლის პრესის სააგენტოს (ANGOP) მონაცემების მიხედვით, 26 თებერვალს უნიტა-მ მშვიდობიანი ხალხი დახვრიტა დამბაში (უიჟე). 1987 წლის აპრილს ფიდელ კასტრომ სამხრეთ ანგოლაში კუბის შეიარაღებული ძალების 50-ე ბრიგადა გაგზავნა.[66] იმავე წლის ივლისში მპლა-ს მთავრობამ და აშშ-მ მოლაპარაკებების 1-ლი რაუნდი ჩაატარეს.[67][68]

კვიტო კვანავალეს ბრძოლა და ნიუ-იორკის შეთანხმებებირედაქტირება

1988 წლის 13 იანვარი-23 მარტის პერიოდში უნიტა და სამხრეთი აფრიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ შეტევებს მპლა-ს ბაზაზე კვიტო-კვანავალეში, კუანდო-კუბანგოს პროვინციაში. ეს შეტაკებები აფრიკის ისტორიაში მეორე უდიდეს ბრძოლად ითვლება.[69] კვიტო-კვანავალეს მნიშვნელობა მდგომარეობდა არა ზომაში ან მატერიალურ მდგომარეობაში, არამედ მის მდებარეობაში. სამხრეთი აფრიკის ძალები არტილერიის მეშვეობით მტრის გამოფიტვას ცდილობდნენ. ორივე მხარემ კვიტო-კვანავალეს ბრძოლაში გამარჯვება განაცხადა.[61][70][71][72]

კვიტო-კვანავალეს ბრძოლის შემდეგ, ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ სამხრეთი აფრიკისთვის ბრძოლის ფასის ზრდამ კუბა ომის ყველაზე აგრესიულ საბრძოლო პოზიციამდე მიიყვანა, რის გამოც ის ანგოლის დატოვებას აპირებდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას სამხრეთი აფრიკისთვის ანგოლაში ინტერვენციის გაგრძელების პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ტექნიკურმა ფასებმა მიაღებინა.[73]

კუბური ძალები უნიტა-ს წინააღმდეგ ნერვული აგენტების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ბელგიელმა ტოქსიკოლოგმა ექიმმა აუბინ ჰეინდრიქსმა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ ეს ბრალდება დაადასტურა.[74]

კუბას მთავრობა მოლაპარაკებებს 1988 წლის 28 იანვარს შეუერთდა. სამმა მხარემ პირველი რაუნდი იმავე წლის 9 მარტს ჩაატარა. სამხრეთი აფრიკა მოლაპარაკებებს 3 მაისს შეუერთდა. პარტიებმა შეხვედრები გამართეს ივნისსა და აგვისტოში, ნიუ-იორკში და ჟენევაში. 8 აგვისტოს ყველა მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. 22 დეკემბერს ანგოლის, კუბისა და სამხრეთი აფრიკის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ნიუ-იორკის შეთანხმებას, რის შედეგადაც ნამიბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო სამოქალაქო ომში გარე ძალების პირდაპირი ინტერვენცია დასრულდა.[61][68] იმავე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა რეზოლუცია 626, რის შედეგადაც ანგოლაში გაეროს სამშვიდობო მისია დაიწყო. 1989 წელს ანგოლაში პირველი სამშვიდობო ძალები შევიდნენ.[75]

ცეცხლის შეწყვეტარედაქტირება

მას შემდეგ, რაც ანგოლაში მიმდინარე კონფლიქტმა არა მარტო შეიარაღებული, არამედ დიპლომატიური იერსახე მიიღო, სავიმბის ორმა მოკავშირემ, კონსერვატიული კოკუსის წარმომადგენელი ჰოვარდ ფილიპსი და მემკვიდრეობის ფონდის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი სავიმბის ანგოლაში შეხვდნენ, რათა ის 1989 წლის გაზაფხულში აშშ-ში ჩასვლაში, კონსერვატიული კოკუსის, მემკვიდრეობის ფონდისა და სხვა აშშ-ს კონსერვატიული პარტიების აშშ-ს მიერ უნიტას დახმარების გაგრძელებაში დაერწმუნებინათ.[76]

1989 წლის ივნისში ზაირის პრეზიდენტმა მობუტუმ აფრიკის 18 ქვეყნის ლიდერი, სავიმბი და დუშ სანტუში მოლაპარაკების მიზნით გბადოლიტეს რეზიდენციეში მიიწვია. სავიმბი და სანტუში გბადოლიტეს დეკლარაციის პირობებს დაეთანხმნენ.[77][78] ზამბიის პრეზიდენტმა კენეთ კაუნდამ განაცხადა, რომ შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სავიმბიმ ანგოლა დატოვა.[79] დუშ სანტუში კაუნდას ინტერპრეტაციას დაეთანხმა და განაცხადა, რომ იგი სავიმბისთან ამ უკანასკნელის მიერ ქვეყნის დროებით დატოვებაზე შეთანხმდა.[80]

23 აგვისტოს დოს სანტუშმა სამხრეთი აფრიკისა და აშშ-ს მთავრობები უნიტა-ს ფინანსირების გაგრძელებაში დაადანაშაულა. მომდევნო დღეს სავიმბიმ განაცხადა, რომ უნიტა აღარ შეასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის პირობას. ამის საპასუხოდ, მპლა-მ თავისი ძალები კვიტო-კვანავალედან უნიტა-ს მიერ კონტროლირებად მავინგაში გადაიყვანეს.[81]

1990-იანებირედაქტირება

საგარეო პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ბრძოლებში გამარჯვებებმა მთავრობას შესაძლებლობა მისცა კომუნისტურიდან შედარებით დემოკრატიულ მმართველობის ფორმაზე გადასულიყო. ნამიბიის დამოუკიდებლობამ სამხრეთი აფრიკა აიძულა, დაეტოვებინა ანგოლა.[82] ივნისში მპლა-მ ერთპარტიული სისტემა ამოიღო, ხოლო დეკემბერს მარქსიზმ-ლენინიზმი უარყო.[83] 1991 წლის მაისს ქვეყნის ეროვნულმა ანსამბლეამ გამოსცა კანონი 12/91, რომლის მიხედვითაც, ანგოლა არის „დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა კანონის უზენაესობის წესს“.[84] ამ კანონს სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა. მუხედავად ამისა, მპლა-ს მიერ მარქსიზმ-ლენინიზმის უარყოფამ სავიმბი და უნიტა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო. იყო შემთხვევებიც, როდესაც სავიმბი კლავდა დაჯგუფების იმ წევრებს, რომელიც მისი აზრით, პარტიის ლიდერობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. ამ მეთოდის ერთ-ერთი მსხვერპლი ტიტო ჩინგუნჯი გახდა, რომლის სიკვდილიც ჟონასმა უნიტას დისიდენტებს დააბრალა.

ბლექი, მანაფორტი, სტოუნი და კელირედაქტირება

1990-იანებისთვის სავიმბის უნიტა უკვე რამდენჯერმე დამარცხდა, თუმცა ეს მათი ანგოლადან საბოლოოდ გაგდებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 1990 წლის დეკემბერში სავიმბი ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა.[85] ამ დროს მან ბლექის, მანაფორტის, სტოუნისა და კელის ფირმა დაიქირავა, რათა მათ ქვეყნის ფედერალური მთავრობა უნიტას დახმარებაში დაერწმუნებინა, დაჯგუფება დასავლურ მედიაში წარმოეჩინა და ვაშინგტონელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა მოეპოვებინა. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა: ბუშის მიერ გაცემული შეიარაღება უნიტას ამერიკის მიერ მხარდაჭერის შეწყვეტის მერე გადარჩენაში დაეხმარა.[86]

სენატორები ლარი სმიტი და დანტე ფაშელი კუბურ-ამერიკულ ეროვნულ ფონდთან, ფლორიდის წარმომადგენელ კლოდ პეპერთან, ნილ ბლერთან და კონსერვატიულ კოკუსთან ერთად კლარკის ჩასწორების გასაუქმებლად მუშაობდნენ 1985 წელს. ჩასწორების გაუქმებიდან 1992 წლამდე სავიმბიმ აშშ-ს მთავრობისგან 420 მილიონი დოლარი მიიღო. ამ ფულის დიდი ნაწილი სავიმბის პირად ხარჯებზე წავიდა.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Shubin, Vladimir Gennadyevich (2008). The Hot "Cold War": The USSR in Southern Africa. London: Pluto Press, გვ. 92–93, 249. ISBN 978-0-7453-2472-2. 
  2. Wolfe, Thomas; Hosmer, Stephen (1983) Soviet policy and practice toward Third World conflicts. Lanham: Rowman & Littlefield, გვ. 87. ISBN 978-0669060546. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Hughes, Geraint (2014). My Enemy's Enemy: Proxy Warfare in International Politics. Brighton: Sussex Academic Press, გვ. 65–79. ISBN 978-1845196271. 
  4. Brazil-South Africa Nuclear Relations
  5. Selcher, Wayne A. (1976). „Brazilian Relations with Portuguese Africa in the Context of the Elusive "Luso-Brazilian Community"“. Journal of Interamerican Studies and World Affairs. 18 (1): 25–58. doi:10.2307/174815. JSTOR 174815.
  6. 6.0 6.1 KWACHA UNITA PRESS THE NATIONAL UNION FOR THE TOTAL INDEPENDENCE OF ANGOLA UNITA STANDING COMMITTEE OF THE POLITICAL COMMISSION 1999 – Year of Generalised Popular Resistance – COMMUNIQUE NO. 39/CPP/99.
  7. James III, W. Martin (2011). A Political History of the Civil War in Angola: 1974-1990. New Brunswick: Transaction Publishers, გვ. 207–214, 239–245. ISBN 978-1-4128-1506-2. 
  8. Steenkamp, Willem (2006). Borderstrike!, Third, Durban: Just Done Productions Publishing, გვ. 102–106. ISBN 978-1-920169-00-8. 
  9. Saul David (2009). War. ISBN 9781405341332. 
  10. 10.0 10.1 10.2 "La Guerras Secretas de Fidel Castro" დაარქივებული 18 January 2012 საიტზე Wayback Machine. (in Spanish). CubaMatinal.com. Retrieved 9 March 2013.
  11. Africa South of Sahara 2004, p. 66.
  12. Cuban Tanks • Rubén Urribarres.
  13. Gleijeses, Piero (2013) Visions of Freedom: Havana, Washington, Pretoria, and the Struggle for Southern Africa, 1976–1991. UNC Press Books, გვ. 521. 
  14. Risquet Valdés (2007: xlvii)
  15. Risquet Valdés 2008: 102
  16. Andrei Mikhailov. (15 February 2011) Soviet Union and Russia lost 25,000 military men in foreign countries. English pravda.ru. ციტირების თარიღი: 18 August 2013
  17. 17.0 17.1 United States. Congress. Senate. Committee on Finance. Subcommittee on International Trade, U.S. Government Printing Office, 1985, Continuing Presidential Authority to Waive Freedom of Emigration Provisions, p. 372
  18. 18.0 18.1 American-African Affairs Association, 1983, Spotlight on Africa, Volumes 16–17
  19. Angola Information, 1982, Bulletin, Issues 1–30
  20. Irving Louis Horowitz (1995). Cuban Communism, 8th Edition. ISBN 9781412820899. 
  21. Angola – Independence Struggle, Civil War, and Intervention. MongaBay.com.
  22. Political terrorism: a new guide to actors, concepts, data bases, theories and literature.
  23. 23.0 23.1 Clodfelter, Micheal (2017) Warfare and Armed Conflicts: A Statistical Encyclopedia of Casualty and Other Figures, 1492–2015, 4th ed. McFarland, გვ. 566. ISBN 978-0786474707. 
  24. Polack, Peter (2013). The Last Hot Battle of the Cold War: South Africa vs. Cuba in the Angolan Civil War, illustrated, Oxford: Casemate Publishers, გვ. 164–171. ISBN 978-1612001951. 
  25. Mallin, Jay (1994) Covering Castro: Rise and Decline of Cuba's Communist Dictator. Transaction Publishers, გვ. 101. 
  26. Shubin, Gennadiĭ Vladimirovich; Tokarev, Andreĭ Aleksandrovich (2011) Bush Wars: The Road to Cuito Cuanavale. ISBN 9781431401857. 
  27. Horowitz, Irving Louis (1995) Cuban Communism/8th Editi. Transaction Publishers, გვ. 560. 
  28. Soviet Union and Russia lost 25,000 military men in foreign countries – English Pravda. English.pravda.ru (15 February 2011). ციტირების თარიღი: 18 August 2013
  29. "UNITA propustila posledních 20 československých rukojmí po více než roce" (in Czech). CzeskaTelevize.cz. 2008.
  30. Akawa, Martha; Silvester, Jeremy (2012). „Waking the dead: civilian casualties in the Namibian liberation struggle“ (PDF). Windhoek, Namibia: University of Namibia. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 November 2016. ციტირების თარიღი: 4 January 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  31. Reginald Herbold Green. „Namibia : The road to Namibia – Britannica Online Encyclopedia“. Britannica.com. ციტირების თარიღი: 15 January 2013.
  32. Refugees, United Nations High Commissioner for. (4 December 2000) Refworld | Angola: Current political and human rights conditions in Angola en. ციტირების თარიღი: 26 March 2020
  33. Angola (1975–2002).
  34. Nortje, P. (2003), 32 Battalion. Cape Town: Struik Publishers.
  35. "From the archive: Flight from Angola". The Economist. 16 August 1975. Retrieved 21 November 2011.
  36. Meredith, Martin (2005). The Fate of Africa: From the Hopes of Freedom to the Heart of Despair, a History of Fifty Years of Independence, გვ. 316. ISBN 9781586482466. 
  37. Bourne, Peter G. (1986), Fidel: A Biography of Fidel Castro, New York City: Dodd, Mead & Company, pp. 281, 284–287.
  38. Young, Crawford (1985). The Rise and Decline of the Zairian State, გვ. 254. ISBN 9780299101138. 
  39. Involvement in the Angolan Civil War, Zaire: A Country Study. United States Library of Congress.
  40. Rothchild, Donald S. (1997). Managing Ethnic Conflict in Africa: Pressures and Incentives for Cooperation. Brookings Institution Press, გვ. 115–116. ISBN 0-8157-7593-8.  (Hereafter "Rothchild".)
  41. Crocker, Chester A. (2005). Grasping The Nettle: Analyzing Cases Of Intractable Conflict, გვ. 213. 
  42. Hilton, Hamann (2001). Days of the Generals, გვ. 34. 
  43. Preez, Max Du (2003). Pale Native, გვ. 84. 
  44. Martin, Peggy J. (2005). SAT Subject Tests: World History 2005–2006, გვ. 316. 
  45. 45.0 45.1 Stearns, Peter N. (2001). The Encyclopedia of World History: Ancient, Medieval, and Modern, Chronologically Arranged, გვ. 1065. ISBN 9780395652374. 
  46. Mazrui, Ali Al 'Amin (1977). The Warrior Tradition in Modern Africa, გვ. 227. 
  47. Angola. Regeringen.se (1 September 2006). ციტირების თარიღი: 17 August 2012
  48. Sellström, Tor (1999). Sweden and national liberation in Southern Africa. Vol. 1, Formation of a popular opinion (1950–1970). Uppsala: Nordiska Afrikainstitutet. ISBN 9171064303. 
  49. Sellström, Tor (2002). Sweden and national liberation in Southern Africa: Vol. 2, Solidarity and assistance 1970-1994. Uppsala: Nordiska Afrikainstitutet, გვ. 131. ISBN 9171064486. 
  50. Schraeder, Peter J. (1999). United States Foreign Policy Toward Africa: Incrementalism, Crisis and Change, გვ. 87–88. 
  51. Danopoulos, Constantine Panos (1996). The Political Role of the Military: An International Handbook, გვ. 451. ISBN 9780313288371. 
  52. Ihonvbere, Julius Omozuanvbo (2003). Political Liberalization and Democratization in Africa: Lessons from Country Experiences, გვ. 228. 
  53. Tanca, Antonio (1993). Foreign Armed Intervention in Internal Conflict, გვ. 169. 
  54. Dunn, Kevin C (2003). Imagining the Congo: The International Relations of Identity, გვ. 129. 
  55. Mukenge, Tshilemalema (2002). Culture and Customs of the Congo. Greenwood Press, გვ. 31. ISBN 9780313314858. 
  56. Osmâanczyk, Edmund January (2003). Encyclopedia of the United Nations and International Agreements, გვ. 95. 
  57. Kahn, Owen Ellison (Fall 1987). „Cuba's Impact in Southern Africa*“. Journal of Interamerican Studies and World Affairs (ინგლისური). 29 (3): 33–54. doi:10.2307/165843. ISSN 0022-1937. JSTOR 165843.
  58. Westad, Odd Arne (2005). The Global Cold War: Third World Interventions and the Making of Our Times, გვ. 239–241. ISBN 9780521853644. 
  59. Kalley (1999), p. 10.
  60. Kalley (1999), p. 12.
  61. 61.0 61.1 61.2 Tvedten, Inge (1997). Angola: Struggle for Peace and Reconstruction, გვ. 38–39. 
  62. Hashimoto, John (1999). „Cold War Chat: Chester Crocker, Former U.S. Assistant Secretary of State for African Affairs“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2006. ციტირების თარიღი: 10 February 2008.
  63. Franklin, Jane (1997). Cuba and the United States: A Chronological History, გვ. 212. ISBN 9781875284924. 
  64. Fuerbringer, Jonathan (11 July 2008). „House acts to allow Angola rebel aid“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 February 2008.
  65. (1989) Escape from Violence: Conflict and the Refugee Crisis in the Developing World, გვ. 312. 
  66. Kahn, Owen Ellison (1991). Disengagement from Southwest Africa: The Prospects for Peace in Angola and Namibia, გვ. 213. 
  67. Kalley (1999), p. 36.
  68. 68.0 68.1 Alao, Abiodun (1994). Brothers at War: Dissidence and Rebellion in Southern Africa. British Academic Press, გვ. XIX–XXI. ISBN 9781850438168. 
  69. George (2005), p. 1.
  70. Steenkamp, W. (1989). South Africa's border war. Gibraltar: Ashanti Pub.. 
  71. Stiff, P. (2000). The Covert War: Koevoet Operations in Namibia. Galago Publishing Pty Ltd. 
  72. Kahn, Owen Ellison (1991). Disengagement from Southwest Africa: The Prospects for Peace in Angola and Namibia. University of Miami Institute for Soviet and East, გვ. 79. 
  73. Roy E. Horton (1999). Out of (South) Africa: Pretorias Nuclear Weapons Experience, USAF Institute for National Security Studies, Dianne Publishing, გვ. 15–16. ISBN 1-4289-9484-X. 
  74. Rowland Evans and Robert Novak, "Cuban Troops in Angola Said to Use Poison Gas", 2 June 1989.
  75. Wellens, Karel C. (1990). Resolutions and Statements of the United Nations Security Council (1946–1989): A Thematic Guide, გვ. 235–236. 
  76. Bellant, Russ (1991). The Coors Connection: How Coors Family Philanthropy Undermines Democratic Pluralism, გვ. 53–54. 
  77. Walker, John Frederick (2004). A Certain Curve of Horn: The Hundred-Year Quest for the Giant Sable Antelope of Angola, გვ. 190. ISBN 9780802140685. 
  78. Claiborne, William (25 June 1989). „Angola Pact's Unanswered Question: Savimbi“. The Washington Post.
  79. Claiborne, William (25 June 1989). „Angola Pact's Unanswered Question: Savimbi“. The Washington Post.
  80. Claiborne, William (28 August 1989). „Savimbi Says Rebels Will Honor Truce“. The Washington Post.
  81. Kalley (1999), p. 46.
  82. Chapman, Graham (2003). The Changing Geography of Africa and the Middle East, გვ. 21. 
  83. Walker, John Frederick (2004). A Certain Curve of Horn: The Hundred-Year Quest for the Giant Sable Antelope of Angola, გვ. 190. ISBN 9780802140685. 
  84. Hodges, Tony (2001). Angola, გვ. 11. 
  85. Walker, John Frederick (2004). A Certain Curve of Horn: The Hundred-Year Quest for the Giant Sable Antelope of Angola, გვ. 190. ISBN 9780802140685. 
  86. Peterson, Matt. How an American Lobbyist Stoked War Halfway Across the World. The Masthead from the Atlantic.