ბენგელა (ქალაქი)
ბენგელა (მთლიანი დასახელება სან-ფელიპე-დე-ბენგელა (პორტ. São Felipe de Benguela)) — ქალაქი ანგოლაში, ბენგელის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 134 523 ადამიანს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბენგელა პორტ. Benguela | |||
| |||
ქვეყანა | ანგოლა | ||
პროვინცია | ბენგელის პროვინცია | ||
კოორდინატები | 12°33′00″ ს. გ. 13°25′00″ ა. გ. / 12.55000° ს. გ. 13.41667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1617 | ||
ფართობი | 2100[1] კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 39 მ | ||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა | ||
მოსახლეობა | 134 523 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 64,06 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ბენგელა მდებარეობს ანგოლის დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის დედაქალაქ ლუანდიდან 430 კმ-ით სამხრეთში და პორტ ლობიტუდან 55 კმ-ით სამხრეთში.
ისტორია
რედაქტირებაბენგელა 1617 წელს დააარსეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენდა მთავარ სავაჭრო პუნქტს, რომელიც დაკავშირებული იყო ცენტრალური აფრიკის სიღრმისეულ რაიონებთან — მონებით ვაჭრობის ცენტრთან, საიდანაც მონები ბენგელიდან გაჰყავდათ ბრაზილიაში, ლუიზიანაში და კუბაში. ამ ეპოქიდან ქალაქში შემორჩა სან-ფელიპეს და სან-ანტონიუს ტაძრები, ასევე ჰოსპიტალი და ციხე-სიმაგრე.
ანგოლის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს (1975—2002 წლები), ბენგელის სარკინიგზო ხაზი 20 წელზე მეტი არ ფუნქციონირებდა. 2014 წელს ჩინეთის კრედიტებით და ჩინელი სპეციალისტების ძალებით დაიწყო მისი რეაბილიტაცია.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქი ბენგელა ქვეყნის სატვირთო პორტია. ლობიტუდან და ბენგელიდან აღმოსავლეთისკენ, აფრიკის კონტინენტის სიღრმეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ზამბიის, ზიმბაბვეს გავლით, ინდოეთის ოკეანის სანაპიროსკენ, მოზამბიკის პორტ ბეირასთან მიემართება ტრანსაფრიკული ბენგელის სარკინიგზო ხაზი, რომელიც ერთმანეთთან ორ ოკეანეს აერთებს. ბენგელა არა მარტო მსხვილი სარკინიგზო კვანძია — აქ ასევე მოქმედებს აეროპორტი და საზღვაო პორტი (არასატვირთო).