ლობიტუ
ლობიტუ (პორტ. Lobito) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ანგოლაში, ბენგელის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კატუმბელის ესტუარის ჩრდილოეთით, დაახლოებით 35 კმ-ში პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ ბენგელიდან. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 17 მეტრს[1]. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 149 249 ადამიანს; მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერით — 324 050 ადამიანს[2]. მდინარე კატუმბელაზე ხიდის აშენების შემდეგ ლობიტუ შეერწყა ქალაქ ბენგელას ერთ მეგაპოლისად, მოსახლეობით თითქმის 1 მილიონი ადამიანი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებად ქალაქად სამხრეთ აფრიკაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლობიტუ პორტ. Lobito | |||||
| |||||
ქვეყანა | ანგოლა | ||||
პროვინცია | ბენგელის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 12°20′53″ ს. გ. 13°32′44″ ა. გ. / 12.34806° ს. გ. 13.54556° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1843 | ||||
ფართობი | 3648 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 17 მ | ||||
მოსახლეობა | 149 249 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 40,91 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
ქალაქი დაარსდა 1843 წელს პორტუგალიის კოლონიალური სამფლობელო პორტუგალიის დასავლეთი აფრიკის ტერიტორიაზე. ქალაქი ბენგელის სარკინიგზო ხაზის, რომელიც აკავშირებს ატლანტის ოკეანის სანაპიროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთთან, ბოლო პუნქტია. იგი მსხვილი საზღვაო პორტია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lobito, Angola Page. Falling Rain Genomics
- ↑ Census 2014 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , preliminary results