უამბო (ქალაქი)
უამბო (პორტ. Huambo) — ქალაქი ანგოლაში, უამბოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
უამბო პორტ. Huambo | |
უამბოს ხედი | |
ქვეყანა | ანგოლა |
პროვინცია | უამბოს პროვინცია |
კოორდინატები | 12°46′00″ ს. გ. 15°44′00″ ა. გ. / 12.76667° ს. გ. 15.73333° ა. გ. |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1912 |
ადრეული სახელები | ახალი ლისაბონი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1912 |
ფართობი | 2609 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1721 მ |
მოსახლეობა | 375 225 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 143,82 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 1 896 147 |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
უამბოში დაიბადა ცნობილი ანგოლელი მწერალი ჟოზე ედუარდუ აგუალუზა (პორტ. José Eduardo Agualusa).
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი უამბო მდებარეობს დედაქალაქ ლუანდიდან 600 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით, მოკოს მთის (2619 მეტრი) სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1721 მეტრ სიმაღლეზე[1].
ისტორია
რედაქტირებაქალაქის ადგილას ადრევე არსებობდა პატარა დასახლება. ოფიციალურად ქალაქი დაარსდა 1912 წლის 8 აგვისტოს. 1928 წელს ქალაქს სახელად დაერქვა ახალი ლისაბონი (პორტ. Nova Lisboa). 1940-იანი წლების ბოლოს გამოცხადდა ანგოლის ადმინისტრაციული ცენტრის ლუანდიდან ახალ ლისაბონში გადატანის შესახებ, მაგრამ არანაირი მოქმედებები გადატანის შესახებ არ განხორციელებულა და ცენტრი დარჩა ლუანდაში. ანგოლისათვის 1975 წელს დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, ქალაქს დაუბრუნდა ადრინდელი დასახელება — უამბო (1977 წელი). სამოქალაქო ომის წლებში ქალაქი იყო უნიტას ამბოხებულების მოძრაობის საყრდენი პუნქტი და მისი ხელმძღვანელის ჟონას სავიმბის შტაბ-ბინა. საბრძოლო მოქმედებების დროს უნიტას რაზმებზე შეტევისას ქალაქი უამბო საკმაოდ დაინგრა. დღეისათვის ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ასევე შეკეთებულია და მოქმედებაშია სტრატეგიულად უმთავრესი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიასთან დამაკავშირებელი საოკეანო პორტი ლობიტუ და უამბოზე გამავალი ცენტრალური ბენგელის სარკინიგზო ხაზი.
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობა 2013 წლის შეფასებით შეადგენს 375 225 ადამიანს[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Huambo, Angola Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-27.
- ↑ World Gazetteer: Huambo — profile of geographical entity including name variants. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-09. ციტირების თარიღი: 2013-02-09.