უამბოს პროვინცია (პორტ. Huambo) — პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი უამბო.

პროვინცია
უამბოს პროვინცია
პორტ. Huambo
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი უამბო
შიდა დაყოფა Bailundo, Caála, Ecunha, Huambo, Cachiungo, Londuimbali, Longonjo, Mungo, Chicala-Choloanga, Tchindjenje და Ucuma
კოორდინატები 12°30′00″ ს. გ. 15°40′00″ ა. გ. / 12.50000° ს. გ. 15.66667° ა. გ. / -12.50000; 15.66667
ფართობი 34 274 კმ²
მოსახლეობა 2 019 555 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 58,92 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი huambo.gov.ao

გეოგრაფია

რედაქტირება
 
დროებითი ხიდი ქალაქ უკუმასა და ქალაქ უამბოს შორის არსებულ ავტოგზაზე

უამბოს პროვინცია მდებარეობს ანგოლის ცენტრალურ ნაწილში, 450 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვეყნოს დედაქალაქ ლუანდიდან. პროვინციის ფართობი შეადგენს 34 274 კმ²-ს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბიეს პროვინციას, სამხრეთით — უილის პროვინციას, დასავლეთით — ბენგელის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით — სამხრეთ კვანზის პროვინციას.

გეოლოგიური თვალსაზრისით უამბოს პროვინციის ტერიტორია წარმოადგენს ცალკეული მთიანი მასივების ამაღლებულ ადგილებს, რომელთაგან ერთ-ერთია ზღვის დონიდან ანგოლის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — მოკოს მთა (2619 მეტრი). დაბლობი ტერიტორიებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მაღალმთიანეთს, დამახასიათებელია ხშირი ბალახით დაფარული სტეპები. მიუხედავად იმისა, რომ უამბოს პროვინცია გეოგრაფიულად მდებარეობს ტროპიკულ ზონაში, იქ ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 22 °C-ს (ზამთრის პერიოდში შეიძლება დაეცეს +5 °C — +8 °C-მდე). ყოველწლიურად მოსული ნალექების რაოდენობა მერყეობს 800 მმ-სა და 1600 მმ-ს შორის. ექსტენსიურმა ხის ჭრამ, ასევე ათწლოულობით მიმდინარე დამანგრეველმა სამოქალაქო ომმა (1975—2002 წლები), გამოიწვია უამბოს რეგიონის ტყის სიმდიდრის განადგურება.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად უამბოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 019 555 ადამიანს[1]. მოსახლეობის 55 % ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო 22 %-ზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელია სოფლის მეურნეობის ექსტენსიური წარმართვა, რომელსაც თან ახლავს ტყის ბარბაროსული გადაწვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება