უნიტა (პორტ. UNITA - União Nacional para a Independência Total de Angolaეროვნული კავშირი ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის) — მეამბოხე დაჯგუფება ანგოლაში 1975-2002 წლების სამოქალაქო ომის დროს. დააარსა ჟონას სავიმბიმ 1966 წლის 13 მარტს და ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. 1966-1974 წლებში ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობასთან ერთად აწარმოებდა ბრძოლას პორტუგალიელი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1975-1991 წლებში აწარმოებდა ბრძოლას ხელისუფლებასთან. 1991-1994 წლებში წავიდა მოლაპარაკებებზე და მისმა ლიდერმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. 1994 წლიდან განაახლა საომარი მდგომარეობა. 2000 წლიდან პარტიაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 2002 წლიდან უკვე პოლიტიკური პარტიის სტატუსი მიიღო, ჟონას სავიმბის გარდაცვალების შემდეგ პარტიას სამი დღით სათავეში ჩაუდგა ანტონიო დემბო, ხოლო 2003 წლიდან პარტიას ხელმძღვანელობს ისაიას სამაკუვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება