ისაიას სამაკუვა
ისაიას ენრიკე ნგოლა სამაკუვა (დ. 8 ივლისი, 1946, კუნჯი, ანგოლა) — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი და უნიტას პრეზიდენტი. პარტიაში გაწევრიანდა 1974 წელს, ხოლო პრეზიდენტად აირჩიეს 2003 წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ჟონას სავიმბი და პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო დემბო. 1989-1994 და 1998-2002 წლებში იყო უნიტას ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში.
2008 წლის 5-6 სექტემბრის არჩევნებში ისაიას სამაკუვა იყო საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, ამ არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში უნიტამ მიიღო 16 ადგილი 220-დან[1] და სამაკუვა აირჩიეს დეპუტატად. 8 სექტემბერს მან აღიარა დამარცხება და ცნო არჩევნების შედეგები.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ http://www.int.iol.co.za/index.php?set_id=1&click_id=68&art_id=nw20080909093837927C731323