ჟონას სავიმბი (პორტ. Jonas Malheiro Savimbi; დ. 3 აგვისტო, 1934 — გ. 22 თებერვალი, 2002) — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე, პარტიზანების ლიდერი, მეამბოხე დაჯგუფების უნიტას დამაარსებელი (1966). დაიბადა რკინიგზელის ოჯახში. 1965 წელს დაამთავრა შვეიცარიის პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტი. თავდაპირველად იყო ანგოლის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის წევრი, ხოლო 1966 წელს დააარსა ეროვნული კავშირი ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის (ე.წ. უნიტა). უნიტას იდეოლოგია დამყარებული იყო მაოიზმზე.

ჟონას მალეირუ სავიმბი
Jonas Malheiro Savimbi
დაბადების ადგილი ბიე
გარდაცვალების ადგილი მოშიკო
მეთაურობდა უნიტა

ათეულობით თავდასხმის და 15-ჯერ მკვდრად გამოცხადების შემდეგ 2002 წლის 22 თებერვალს მოშიკოს პროვინციაში ანგოლის სამთავრებო ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Jonas Savimbi", The Economist, 28 February 2002, http://www.economist.com/node/1010682.