მბანზა-კონგო
მბანზა-კონგო (პორტ. M'Banza-Kongo) — ქალაქი ანგოლაში. ზაირეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. პორტუგალიის მმართველობის პერიოდში ატარებდა სახელწოდებას სან-სალვადორ-დუ-კონგუ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მბანზა-კონგო პორტ. M'Banza-Kongo | |||
| |||
ქვეყანა | ანგოლა | ||
პროვინცია | ზაირე | ||
კოორდინატები | 6°16′00″ ს. გ. 14°15′00″ ა. გ. / 6.26667° ს. გ. 14.25000° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | სან-სალვადორ-დუ-კონგუ | ||
ფართობი | 2422 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 408 მ | ||
მოსახლეობა | 24 220 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
ისტორია
რედაქტირება1390 წლიდან კონგოს სამეფოს დედაქალაქია. აქ მდებარეობდა მანიკონგოს (კონგოს სამეფოს მმართველის ტიტული) რეზიდენცია.
XV საუკუნიდან პორტუგალიელების მოსვლასთან ერთად დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. XVI საუკუნის შუა წლებში მბანზა-კონგოში ააგეს ეკლესია. მომდევნო ასწლეულის განმავლობაში ქალაქი განაგრძობდა განვითარებას. XVII საუკუნის შუა წლებში ქალაქში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1660-იანი წლებიდან სამეფოში დაიწყო სამოქალაქო ომი (მბვილეს ბრძოლაში სამეფო ძალების პორტუგალიელებთან მარცხის შემდეგ). 1678 წელს ქალაქი პრაქტიკულად გაანადგურეს.
მბანზა-კონგო 1709 წელს აღადგინეს ანტონიანისტებმა. 1914 წელს სამეფოს ტერიტორია ქალაქთან ერთად გახდა პორტუგალიის კოლონია ანგოლის შემადგენელი ნაწილი. 1975 წლიდან შედის დამოუკიდებელი ანგოლის შემადგენლობაში.
2017 წელს კონგოს სამეფოს დედაქალაქის ნაშთები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Three sites in Angola, Eritrea and South Africa added to UNESCO’s World Heritage List. ციტირების თარიღი: 2017-07-08