ზაირეს პროვინცია
ზაირეს პროვინცია (პორტ. Zaire) — პროვინცია ანგოლაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მბანზა-კონგო.
პროვინცია | |
---|---|
ზაირეს პროვინცია პორტ. Zaire | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | მბანზა-კონგო |
შიდა დაყოფა | Cuimba, Mbanza Congo, Noqui, N'zeto, Soyo და Tomboco |
კოორდინატები | 6°16′00″ ს. გ. 14°14′00″ ა. გ. / 6.26667° ს. გ. 14.23333° ა. გ. |
ფართობი | 40 130 კმ² |
მოსახლეობა | 594 428 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 14,81 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | zaire.gov.ao |
გეოგრაფია
რედაქტირებაზაირეს პროვინცია მდებარეობს ანგოლის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში. მისგან სამხრეთით მდებარეობს ბენგოს პროვინცია, აღმოსავლეთით — უიჟეს პროვინცია. ზაირეს პროვინციის ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები.
პროვინციის ფართობი შეადგენს 40 130 კმ²-ს[1]. ზაირეს პროვინცია მდებარეობს ჩრდილოეთით მდინარე კონგოს და სამხრეთით მდინარე ლოჟეს ხეობებს შორის. მისი ტერიტორია ოკეანის სანაპიროდან აფრიკის კონტინენტის სიღრმეში შედის 300 კმ-ზე.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ზაირეს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 594 428 ადამიანს[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 6 მუნიციპალიტეტად:
ეკონომიკა
რედაქტირებაზაირეს პროვინციის მეურნეობის საფუძველია სოფლის მეურნეობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ასევე თევზჭერა. პროვინციაში მუშავდება ნავთობის, რკინის მადნის, ფოსფატების, ტყვიის, თუთიის საბადოები. სოფლის მეურნეობის სფეროში განვითარებულია მეცხოველეობა, ყავის, ციტრუსოვანი კულტურების, ანანასის, აკაჟუს თხილის, ბრინჯის, სოიას მოყვანა. ასევე არსებობს სამშენებლო მასალების დამამზადებელი საწარმოები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Zaire. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).