უიჟეს პროვინცია (პორტ. Uíge) — პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ფართობი შეადგენს 58 698 კმ²-ს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი უიჟე.

პროვინცია
უიჟეს პროვინცია
პორტ. Uíge
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი უიჟე
შიდა დაყოფა Ambuila, Bembe, Buengas, Bungo, Damba, Maquela do Zombo, Mucaba, Negage, Puri, Quimbele, Quitexe, Sanza Pombo, Songo, უიჟე, Alto Cauale და Milunga
კოორდინატები 7°37′00″ ს. გ. 15°03′00″ ა. გ. / 7.61667° ს. გ. 15.05000° ა. გ. / -7.61667; 15.05000
ფართობი 58 698 კმ²
მოსახლეობა 1 483 118 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 25,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი uige.gov.ao

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ავტოტრასა ლუანდა — უიჟე

უიჟეს პროვინცია მდებარეობს ანგოლის უკიდურეს ჩრდილოეთში, 200 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთში ლუანდიდან. დასავლეთიდან მას ესაზღვრება ზაირეს პროვინცია, სამხრეთით — ბენგოს, ჩრდილოეთ კვანზის და მალანჟეს პროვინციები. უიჟეს პროვინციის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

უიჟეს პროვინციის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია სავანებს, აღმოსავლეთით — ტროპიკულ ტყეებს. ყველაზე დიდი მდინარეაკვანგო.

უიჟე — კონგოს ტომის ხალხის ტრადიციული განსახლების რეგიონია. XIV—XIX საუკუნეებში აქ მდებარეობდნენ კონგოს სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრები. პორტუგალიელების მიერ ანგოლის საბოლოოდ დაპყრობის შემდეგ პროვინციაში განვითარება დაიწყო ყავის პლანტაციური მოყვანა.

კონგოს ტომის ხალხის შუასაუკუნებრივმა სახელმწიფო ტრადიციამ და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კავშირმა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1960 წელს, ხელი შეუწყო უიჟეს და მის მეზობელ რეგიონებში ანტიკოლონიალურ მოძრაობას. 1950—1970-იან წლებში უიჟეს პროვინცია და ზაირი (მაშინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) იყვნენ ანგოლის ხალხთა კავშირის (UPA) და ანგოლის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის (FNLA) აქტიურობის ძირითადი ბუდეები.

ანგოლაში სამოქალაქო ომის წლებში უიჟეში მდებარეობდნენ FNLA-ს მოძრაობის საყრდენი ბაზები. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ უიჟეში განლაგებული იყო FNLA-ს დედაქალაქი. 1975-1976 წლების ზამთარში უიჟეს პროვინციაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები. 1976 წლის იანვარ-თებერვალში FNLA-ს რაზმები და მათი მხარდამჭერი ზაირის ჯარის ნაწილები კუბელი საექსპედიციო კორპუსის გადამწყვეტი დახმარებით გაანადგურეს ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (MPLA) ჯარებმა. პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყარა ანგოლის სახალხო რესპუბლიკის მარქსისტულმა ხელისუფლებამ. მაგრამ FNLA-ს დაქსაქსული პარტიზანული დაჯგუფებები უიჟეს პროვინციაში აგრძელებდნენ საბრძოლო მოქმედებებს 1979 წლამდე.

1990-იან წლებში უიჟეს პროვინციაში აქტიურად მოქმედებდნენ UNITA-ს ანტისახელისუფლებო ამბოხებული დაჯგუფებები. პროვინციაში მდგომარეობა სტაბილური გახდა მხოლოდ სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ — 2002 წელს.

1976 წლიდან პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს დაუბრუნდა პირვანდელი სახელი — უიჟე.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად უიჟეს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 483 118 ადამიანს[1].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით უიჟეს პროვინცია დაყოფილია 16 მუნიციპალიტეტად:

ეკონომიკა

რედაქტირება

უიჟეს პროვინციის მრეწველობის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა. აქ მოჰყავთ ყავა, არაქისი, ბამბა, მარცვლეული და პარკოსანი კულტურები. არსებობს ვერცხლის, სპილენძის, კობალტის საბადოები. პროვინციაზე გადის უმთავრესი სტრატეგიული ავტოტრასა ლუანდა — კინშასა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება