მალანჟეს პროვინცია
მალანჟე (პორტ. Malanje) — პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ფართობი შეადგენს 97 602 კმ²-ს, 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 986 363 ადამიანს.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მალანჟე.
პროვინცია | |
---|---|
მალანჟე პორტ. Malanje | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | მალანჟე |
შიდა დაყოფა | Cacuso, Caombo, Calandula, Cambundi-Catembo, Cangandala, Cuaba Nzogo, Cunda-Dia-Baze, Luquembo, Malanje, Marimba, Massango, Mucari, Quela და Quirima |
კოორდინატები | 9°32′00″ ს. გ. 16°21′00″ ა. გ. / 9.53333° ს. გ. 16.35000° ა. გ. |
ფართობი | 97 602 კმ² |
მოსახლეობა | 986 363 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 10,11 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | malanje.gov.ao |
გეოგრაფია
რედაქტირებამალანჟეს პროვინცია ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება უიჟეს პროვინციას, დასავლეთით — ჩრდილოეთ კვანზის პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთით — სამხრეთ კვანზის პროვინციას, სამხრეთით — ბიეს პროვინციას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ლუნდის პროვინციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სამხრეთ ლუნდის პროვინციას, ჩრდილო-აღმოსავლეთით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 14 მუნიციპალიტეტად (პორტ. município):
- კაკუსო (Cacuso)
- კალანდულა (Kalandula)
- კამბუნდი-კატემბო (Cambundi-Catembo)
- კანგანდალა (Cangandala)
- კაომბო (Caombo)
- კირიმა (Quirima)
- კიუაბა-ნზოჟი (Kiuaba Nzoji)
- კუნდა-დია-ბაზე (Cunda-Dia-Baze)
- კელა (Quela)
- ლუკემბო (Luquembo)
- მალანჟე (Malanje)
- მარიმბა (Marimba)
- მასანგო (Massango)
- მუკარი (Mucari)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official website of province governor დაარქივებული 2014-12-02 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at the Angolan ministry for territorial administration დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at Info Angola დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Briitish website (Angola.uk.org) on Malanje province დაარქივებული 2006-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Province geographical info at geoview.info
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).