მალანჟე (ქალაქი)
მალანჟე (პორტ. Malanje) — ქალაქი ანგოლაში, მალანჟეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
მალანჟე პორტ. Malanje | |
ქვეყანა | ანგოლა |
პროვინცია | მალანჟეს პროვინცია |
კოორდინატები | 9°32′00″ ს. გ. 16°21′00″ ა. გ. / 9.53333° ს. გ. 16.35000° ა. გ. |
დაარსდა | 1885 |
ადრეული სახელები | სილვა-პორტუ |
ფართობი | 2422 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1155 მ |
მოსახლეობა | 161 059 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 66,50 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მალანჟე მდებარეობს ანგოლის ჩრდილოეთ ნაწილში, დაახლოებით 380 კმ-ში აღმოსავლეთით ქვეყნის დედაქალაქიდან — ლუანდიდან, ზღვის დონიდან 1155 მეტრ სიმაღლეზე[1]. მალანჟედან 85 კმ-ში მდებარეობს ჩანჩქერი კალანდულა (წყლის ვარდნის სიმაღლე — 105 მეტრი), რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. კლიმატი ქალაქის შემოგარენში რბილია; წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 20 °C-სა და 24 °C-ს შორის, ყოველწლიურად აქ მოდის დაახლოებით 900 მმ ნალექი. ქალაქ მალანჟეს შემოგარენი იდეალურია ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად, როგორებიცაა: ბამბა, ყავა, ხილი, სიმინდი.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი მალანჟე დააარსეს პორტუგალიელმა გადმოსახლებულებმა XIX საუკუნეში. 1885 წელს აშენდა რკინიგზა, რომელმაც ქალაქი დააკავშირა ანგოლის მთავარ ქალაქთან და საოკეანო პორტთან — ლუანდასთან. 1970 წელს პორტუგალიელმა მალანჟესთან ახლოს გახსნეს კანგანდალას ეროვნული პარკი. კოლონიზატორებმა ქალაქში ასევე ააშენეს აეროპორტი, საავადმყოფოები, კინოთეატრები და სხვა. 1975 წელს ანგოლისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ ათეულწლობით მიმდინარე სამოქალაქო ომმა მალანჟეში და მის შემოგარენში გამოიწვია სამეურნეო საქმიანობის დაცემა.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 161 059 ადამიანს[2].
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქში არსებობს აეროპორტი, რომელიც იღებს რეგულარულ რეისებს ლუანდიდან. მალანჟე-ლუანდის რკინიგზას მრავალი დივერსიების გამო ესაჭიროება მთლიანი რეკონსტრუქცია.