სამხრეთი ლუნდა
სამხრეთი ლუნდა (პორტ. Lunda-Sul) — ანგოლის პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი საურიმო.
პროვინცია | |
---|---|
სამხრეთი ლუნდა პორტ. Lunda-Sul | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | Saurimo |
შიდა დაყოფა | Cacolo, Dala, Muconda და Saurimo |
კოორდინატები | 10°19′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. / 10.31667° ს. გ. 20.81667° ა. გ. |
ფართობი | 45 649 კმ² |
მოსახლეობა | 537 587 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 11,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | govlundasul.com/site/ |
გეოგრაფია
რედაქტირებასამხრეთი ლუნდის პროვინცია მდებარეობს ანგოლის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუანდიდან 700 კმ-ით აღმოსავლეთით. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს ჩრდილოეთ ლუნდის პროვინცია, სამხრეთით — მოშიკოს და ბიეს პროვინციები, დასავლეთით — მალანჟეს პროვინცია. სამხრეთი ლუნდის პროვინციის აღმოსავლეთში გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. პროვინციის ფართობია — 45 649 კმ²[1].
სამხრეთი ლუნდის პროვინციის ტერიტორია პირველ რიგში დაკავებულია მშრალი სავანებით. მხოლოდ პროვინციის აღმოსავლეთ და სამხრეთის რაიონებში, მდინარე კასაის ხეობაში, შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეები. პროვინციის მეორე მთავარი მდინარეა კვანგო.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 537 587 ადამიანს[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებასამხრეთი ლუნდის პროვინციაში წარმოებული მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა — არაქისი. სამხრეთში ასევე მოჰყავთ სიმინდი. სხვა მთავარი პროდუქტებია ბრინჯი და მანიჰოტი. სამხრეთი ლუნდის პროვინციაში მუშავდება ალმასის, მანგანუმის და რკინის მადნის საბადოები. პროვინციის ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადის სტრატეგიულად მთავარი ტრასა ლუანდა — ლუბუმბაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of province governor დაარქივებული 2015-10-07 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at the Angolan ministry for territorial administration დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at Info Angola დაარქივებული 2011-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Province geographical info at geoview.info
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lunda Sul. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).