ჩრდილოეთი ლუნდა
ჩრდილოეთი ლუნდა (პორტ. Lunda-Norte) — ანგოლის პროვინცია. ფართობი — 102 783 კმ²-ია, მოსახლეობა კი 862 566 ადამიანი (2014 წელი). ანგოლის პირველმა პრეზიდენტმა აგოსტინიო ნეტომ დამოუკიდებლობის შემდეგ პროვინციის დედაქალაქად ქალაქი ლუკაპა გამოაცხადა, მაგრამ დედაქალაქი მოგვიანებით ქალაქ დუნდოში გადაიტანეს.
პროვინცია | |
---|---|
ჩრდილოეთი ლუნდა პორტ. Lunda-Norte | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | Dundo |
შიდა დაყოფა | Cambulo, Capenda-Camulemba, Caungula, Chitato, Cuango, Cuilo, Lubalo, Lucapa, Xá-Muteba და Lóvua |
კოორდინატები | 8°17′00″ ს. გ. 19°36′00″ ა. გ. / 8.28333° ს. გ. 19.60000° ა. გ. |
ფართობი | 102 783 კმ² |
მოსახლეობა | 862 566 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 8,39 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | lundanorte.gov.ao |
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილოეთი ლუნდის პროვინცია მდებარეობს ანგოლის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, 500 კმ-ის მანძილზე აღმოსავლეთით ლუანდიდან. პროვინციიდან სამხრეთით მდებარეობს სამხრეთი ლუნდის პროვინცია, დასავლეთით — მალანჟეს პროვინცია. პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციის ფართობია 102 783 კმ²[1]. პროვინციის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში მდებარე პატარა ტერიტორიები დაფარულია ნოტიო სავანებით, დანარჩენ რაიონებს უკავია მშრალი სავანები. მდინარე კასაის ხეობაში შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეები — ჯუნგლები. პროვინციაში ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია კვანგო, კუილო და კასაი.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 862 566 ადამიანს[2]. ჩრდილოეთ ლუნდაში ცხოვრობენ ჩოკვები, ლუნდები და სხვა ეროვნებები.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:
ეკონომიკა
რედაქტირებაპროვინციის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა — ბამბა. ასევე მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, მანიჰოტი. ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციაში ასევე მოიპოვებენ ალმასებს, იგი ბრილიანტებით უმდიდრესი პროვინციაა, თუმცა ეკონომიკურად მეტისმეტად განუვითარებელი და ღატაკია. პროვინციის ტერიტორიაზე გადის სტრატეგიული ტრასა ლუანდა — ლუბუმბაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანგოლის პროვინცია — ჩრდილოეთი ლუნდა დაარქივებული 2006-06-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lunda Norte. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).