აგოსტინიო ნეტო
ანტონიო აგოსტინიო ნეტო (პორტ. António Agostinho Neto; დ. 17 სექტემბერი, 1922, სოფ. იკოლუ-ი-ბენგუ, ბენგოს პროვინცია ანგოლა — გ. 10 სექტემბერი, 1979, მოსკოვი) — ანგოლის სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და ანგოლის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1975-1979 წლებში. ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (მპლა) - შრომის პარტიის თავმჯდომარე.
აგოსტინიო ნეტო | |
ანგოლის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ნოემბერი 1975 – 10 სექტემბერი 1979 | |
მემკვიდრე | ჟოზე ედუარდო სანტუში |
დაბადებული | 17 სექტემბერი 1922 ბენგოს პროვინცია ანგოლა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა პროტესტანტი მღვდლის — პასტორის ოჯახში. სწავლობდა ლუანდის ლიცეუმში, ხოლო შემდეგ ლისაბონის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე პორტუგალიელი მარია ეუჟენია და სილვა, რომელსაც მიუძღვნა თავისი საუკეთესო ლექსები.
1950-იანი წლების დასაწყისში ანგოლაში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნეტოს მიერ დაარსებული ორგანიზაცია - ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა. 1955-1957 წლებში დაპატიმრებულ იქნა. 1958 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრას უნივერსიტეტში. 1961-1962 წლებში კვლავ პატიმრობაშია. 1975 წელს გახდა ანგოლის პირველი პრეზიდენტი და აიღო სოციალიზმის შენების კურსი.
გარდაიცვალა მოსკოვში 1979 წლის 10 სექტემბერს ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება