ჩრდილოეთი კვანზა
ჩრდილოეთი კვანზა (პორტ. Kwanza-Norte) — პროვინცია ანგოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნ’დალატანდო. მისი ფართობი შეადგენს 24 190 კმ²-ს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 443 386 ადამიანს.[1] (2014 год).
პროვინცია | |
---|---|
ჩრდილოეთი კვანზა პორტ. Kwanza-Norte | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | N'dalatando |
შიდა დაყოფა | Ambaca, Banga, Bolongongo, Cambambe, Cazengo, Golungo Alto, Gonguembo, Lucala, Quiculungo და Samba Cajú |
კოორდინატები | 9°01′00″ ს. გ. 15°04′00″ ა. გ. / 9.01667° ს. გ. 15.06667° ა. გ. |
ფართობი | 24 190 კმ² |
მოსახლეობა | 443 386 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 18,33 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | kwanzanorte.gov.ao |
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ბენგოს პროვინცია, ჩრდილოეთით — უიჟეს პროვინცია, აღმოსავლეთით — მალანჟეს პროვინცია, სამხრეთით — სამხრეთი კვანზა. პროვინცია მდებარეობს მდინარე კვანზას ჩრდილოეთით, 100 კმ-ით აღმოსავლეთით ლუანდიდან.
ამ პროვინციაში მდებარეობს ანგოლის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ტროპიკული ჯუნგლების მსხვილი მასივები. ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დანარჩენი ტიპური ბუნების ლანდშაფტია სავანა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირება- ამბაკა (Ambaca)
- ბანგა (Banga)
- ბოლონგონგო (Bolongongo)
- კამბამბე (Cambambe)
- კაზენგო (Cazengo)
- გოლუნგო-ალტუ (Golungo Alto)
- გონგუემბო (Gonguembo)
- ლუკალა (Lucala)
- კიკუკუნგუ (Quiculungo)
- სამბა-კაჟუ (Samba Caju)
ეკონომიკა
რედაქტირებაპროვინციის მეურნეობის საფუძველია — სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხოველეობა, ყავის, ბამბის, ხილის მოყვანა. მიმდინარეობს ხე-ტყის დამზადება. პროვინციაში არსებობს ალმასის, ოქროს და სპილენძის საბადოები.
ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის ტერიტორიაზე გადის ლუანდა — მალანჟეს რკინიგზა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of province governor დაარქივებული 2018-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at the Angolan ministry for territorial administration დაარქივებული 2012-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Information on this province at Info Angola დაარქივებული 2016-10-31 საიტზე Wayback Machine.
- US government statistics from 1988
- Angolan embassy in the UK official population statistics*
- Province geographical info at geoview.info
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).