ლუბანგო
ლუბანგო (პორტ. Lubango) — ქალაქი ანგოლაში, უილის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 256 713 ადამიანს[1]. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე.
ქალაქი | |
---|---|
ლუბანგო პორტ. Lubango | |
ლუბანგოს ხედი | |
ქვეყანა | ანგოლა |
პროვინცია | უილის პროვინცია |
კოორდინატები | 14°55′00″ ს. გ. 13°30′00″ ა. გ. / 14.91667° ს. გ. 13.50000° ა. გ. |
დაარსდა | 1885 |
ადრეული სახელები | სა-და-ბანდეირა |
ფართობი | 3147 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1760 მ |
მოსახლეობა | 256 713 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა 1885 წელს პორტუგალიელი კოლონისტების მიერ, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ მადეირას არქიპელაგიდან[2]. დღევანდელ დღემდე მოაღწია პორტუგალიური კოლონიალური ბატონობის ეპოქის ბევრმა არქიტექტურულმა ძეგლმა.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქი რკინიგზით დაკავშირებულია საპორტე ქალაქ ნამიბესთან. ლუბანგოში ასევე არსებობს აეროპორტი. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული კულტურები, თამბაქო, სხვადასხვა ხილი და სიზალი. განვითარებულია მეცხოველეობა. საწარმოო სექტორის დიდი ნაწილი მოდის ტყავის დამზადების სფეროზე[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Gazetteer (ინგლისური) ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2011
- ↑ Lubango. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2010-12-16.
- ↑ Lubango. economicexpert.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2010-12-16.