ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება

ქორწინება ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის
(გადამისამართდა გვერდიდან ერთსქესიანთა ქორწინება)

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების
ლეგალური აღიარება
ქორწინება

სრულდება სხვა იურისდიქციაში
აღიარებულია, არ სრულდება

1 არა ტოკელაუში, ნიუეში ან კუკის კუნძულებზე
2 არა ზღვისიქითა ტერიტორიებზე
3 არა არუბაში, კიურასაოში ან სინტ-მარტენში

ლგბტ პორტალი

2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები ოცდათექვსმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მექსიკაში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 10-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქციების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).

მიმოხილვა

რედაქტირება
 
  ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულია
  სამოქალაქო კავშირები/ადგილობრივი პარტნიორობა
  მთავრობამ/სასამართლომ ქორწინების ლეგალიზების განზრახვა გაახმოვანა
  აღიარებულია როდესაც ის სრულდება კონკრეტულ იურისდიქციაში
  დაურეგისტრირებელი თანაცხოვრება
  ზოგიერთ სხვა იურისდიქციაში შესრულებული ქორწინების შეზღუდული აღიარება
  ერთნაირსქესიანთა კავშირები არაა კანონით აღიარებული

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ლეგალურია ნიდერლანდებში (2001),[შენიშვნა 1] ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), დანიაში (2012), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ახალ ზელანდიაში (2013),[შენიშვნა 2] ლუქსემბურგში (2015), აშშ-ში (2015),[შენიშვნა 3] ირლანდიაში (2015), კოლუმბიაში (2016), ფინეთში (2017), მალტაში (2017), გერმანიაში (2017), ავსტრალიაში (2017), ავსტრიაში (2019), ტაივანში (2019), ეკვადორში (2019), გაერთიანებულ სამეფოში (2020),[შენიშვნა 4] კოსტა-რიკაში (2020), ჩილეში (2022), შვეიცარიაში (2022), სლოვენიაში (2022), კუბაში (2022), მექსიკაში (2022), ანდორაში (2023), ესტონეთში (2024), საბერძნეთსა (2024) და ნეპალში (2024).

ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვით

რედაქტირება
2001   ნიდერლანდები (1 აპრილი)
2003   ბელგია (1 ივნისი), ონტარიო (10 ივნისი), ბრიტანეთის კოლუმბია (8 ივლისი)
2004 კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი (21 დეკემბერი)
2005 ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი),   ესპანეთი (3 ივლისი),   კანადა [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (20 ივლისი)
2006   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 ნოემბერი)
2008 კალიფორნია (16 ივნისი, გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი)
2009   ნორვეგია (1 იანვარი), აიოვა (27 აპრილი),   შვედეთი (1 მაისი), კოკილის ინდიელთა ტომი (20 მაისი), ვერმონტი (1 სექტემბერი)
2010 ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი),   პორტუგალია (5 ივნისი),   ისლანდია (27 ივნისი),   არგენტინა (22 ივლისი)
2011 ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (1 აგვისტო), ალაგოასი (7 დეკემბერი)
2012 კინტანა-როო (3 მაისი),   დანია (15 ივნისი), სერჟიპი (15 ივლისი), ესპირიტუ-სანტუ (15 აგვისტო), კარიბის ნიდერლანდები (10 ოქტომბერი), ბაია (26 ნოემბერი), ბრაზილიის ფედერალური ოლქი (1 დეკემბერი), ვაშინგტონი (6 დეკემბერი), პიაუი (15 დეკემბერი), მენი (29 დეკემბერი)
2013 მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა (15 მარტი), ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (8 მაისი),   ბრაზილია [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (16 მაისი),   საფრანგეთი (18 მაისი), სანტა-ისაბელის ტომი (კალიფორნია) (24 ივნისი), კალიფორნია (28 ივნისი), დელავერი (1 ივლისი), მინესოტა და როდ-აილენდი (1 აგვისტო),   ურუგვაი (5 აგვისტო),   ახალი ზელანდია (19 აგვისტო), კოლვილის რეზერვაციის კონფედერაციული ტომები (ვაშინგტონი) (5 სექტემბერი), ნიუ-ჯერსი (21 ოქტომბერი), ჰავაი (2 დეკემბერი), ნიუ-მექსიკო [მთელ შტატში] (19 დეკემბერი)
2014 კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი),     ინგლისი და უელსი (13 მარტი), სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (13 მარტი), ორეგონი (19 მაისი), პენსილვანია (20 მაისი), ილინოისი [მთელ შტატში] (1 ივნისი), აკროტირი და დეკელია (3 ივნისი), ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია (3 ივნისი), პიუალუპის ინდიელთა ტომი (9 ივლისი), კოაუილა (17 სექტემბერი), ოკლაჰომა (6 ოქტომბერი), ვირჯინია (6 ოქტომბერი), იუტა (6 ოქტომბერი), ინდიანა (6 ოქტომბერი), უისკონსინი (6 ოქტომბერი), კოლორადო (7 ოქტომბერი), დასავლეთი ვირჯინია (9 ოქტომბერი), ნევადა (9 ოქტომბერი), ჩრდილოეთი კაროლინა (10 ოქტომბერი), ალასკა (12 ოქტომბერი), აიდაჰო (15 ოქტომბერი), არიზონა (17 ოქტომბერი), უაიომინგი (21 ოქტომბერი), სენტ-ლუისი, მისური (5 ნოემბერი), სენტ-ლუისის ოლქი, მისური (6 ნოემბერი), ჯექსონის ოლქი, მისური (7 ნოემბერი), დაგლასის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), სეჯუიკის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), ვინდ-რივერის ინდიელთა რეზერვაცია (14 ნოემბერი), სამხრეთი კაროლინა (20 ნოემბერი), კევენაუ-ბეის ინდიელთა საზოგადოება (13 დეკემბერი),   შოტლანდია (16 დეკემბერი)
2015   ლუქსემბურგი (1 იანვარი), მაიამი-დეიდის ოლქი ფლორიდა (5 იანვარი), ფლორიდა [მთელ შტატში] (6 იანვარი), ალასკის ტლინგიტისა და ჰაიდას ტომების ცენტრალური საბჭო (24 თებერვალი), პიტკერნის კუნძულები (15 მაისი), სილეტცის ინდიელების ტომთა კონფედერაცია (15 მაისი), გუამი (9 ივნისი), უისკონსინის ონეიდის ხალხი (10 ივნისი), ჩიუაუა (12 ივნისი),   ამერიკის შეერთებული შტატები [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (26 ივნისი), გერერო (10 ივლისი),   ირლანდია (16 ნოემბერი), ორეგონის დიდი რონდის საზოგადოების ტომთა კონფედერაცია (18 ნოემბერი), ნაიარიტი (23 დეკემბერი)
2016 მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი),   კოლუმბია (28 აპრილი), ვაშინგტონის ტუალიპის ტომი (6 მაისი), სონორა (11 მაისი, გაუქმდა 18 მაისს), ხალისკო [მთელ შტატში] (12 მაისი), კამპეჩე (20 მაისი), კოლიმა (12 ივნისი), მიჩოაკანი (23 ივნისი), მორელოსი (5 ივლისი), კუნძული მენი (22 ივლისი), სან-პედრო-ჩოლულა, პუებლა (18 სექტემბერი), ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია (13 ოქტომბერი), უისკონსინის მენომინის ინდიელთა ტომი (3 ნოემბერი), ჩეროკის ხალხი (9 დეკემბერი), გიბრალტარი (15 დეკემბერი)
2017 ამაღლების კუნძული (1 იანვარი),   ფინეთი (1 მარტი), ოსეიჯის ხალხი (20 მარტი), პრერიის კუნძულის ინდიელთა საზოგადოება (22 მარტი), ფოლკლენდის კუნძულები (29 აპრილი), გერნზი (2 მაისი), ბერმუდის კუნძულები (5 მაისი), ჰო-ჩუნკის ხალხი (5 ივნისი), ფარერის კუნძულები (1 ივლისი), ჩიაპასი (11 ივლისი), პუებლა (1 აგვისტო), ტრისტანი-და-კუნია (4 აგვისტო),   მალტა (1 სექტემბერი),   გერმანია (1 ოქტომბერი), აკ-ჩინის ინდიელთა ტომი (25 ოქტომბერი), ქვემო კალიფორნია (3 ნოემბერი),   ავსტრალია (9 დეკემბერი), წმინდა ელენეს კუნძული (20 დეკემბერი)
2018 პუებლა [მთელ შტატში] (16 თებერვალი), ჩიაპასი (11 მაისი), ოლდერნი (14 ივნისი), ჯერზი (1 ივლისი), ოახაკა (26 აგვისტო), ნებრასკის პონკას ინდიელთა ტომი (27 აგვისტო), ბერმუდა (23 ნოემბერი, გაუქმდა 14 მარტს, 2022)
2019   ავსტრია (1 იანვარი), საკატეკასი, საკატეკასი (14 თებერვალი), კუაუტემოკი, საკატეკასი (1 მარტი), ვილანუევა, საკატეკასი (20 მაისი), სან-ლუის-პოტოსი (21 მაისი),   ტაივანი (24 მაისი), ნუევო-ლეონი (31 მაისი), იდალგო (11 ივნისი), სამხრეთი ქვემო კალიფორნია (29 ივნისი), მიგელ-აუსა, საკატეკასი (5 ივლისი),   ეკვადორი (8 ივლისი), ოგლალას სიუს ტომი (8 ივლისი), ბეი-მილსის ინდიელთა საზოგადოება (8 ივლისი), მდინარე კოლორადოს ინდიელთა ტომები (8 აგვისტო), აგუასკალიენტესი (16 აგვისტო)
2020 ჩრდილოეთი ირლანდია [საბოლოო იურისდიქცია   გაერთიანებულ სამეფოში] (13 იანვარი), სარკი (23 აპრილი),   კოსტა-რიკა (26 მაისი), ფრესნილო, საკატეკასი (3 ივლისი), ტლასკალა (25 დეკემბერი)
2021 სინალოა (30 ივნისი), სონორა (22 ოქტომბერი), კერეტარო [მთელ შტატში] (13 ნოემბერი), გუანახუატო (20 დეკემბერი), საკატეკასი [მთელ შტატში] (30 დეკემბერი)
2022 იუკატანი (4 მარტი),   ჩილე (10 მარტი), ნებრასკის ვინებაგოს ტომი (11 აპრილი), ჩიკასოს ხალხი (18 აპრილი), ვერაკრუსი (13 ივნისი),   შვეიცარია (1 ივლისი),   სლოვენია (9 ივლისი), დურანგო (19 სექტემბერი),   კუბა (27 სექტემბერი), ტაბასკო (27 ოქტომბერი), მეხიკოს შტატი (2 ნოემბერი), ტამაულიპასი (19 ნოემბერი), სენტ-რეჯისის მოჰავკის ტომი (21 დეკემბერი), გერერო [მთელ შტატში, საბოლოო იურისდიქცია   მექსიკაში] (31 დეკემბერი)
2023   ანდორა (17 თებერვალი), ჩოქტაუს ხალხი (23 მაისი)
2024   ესტონეთი (1 იანვარი),   საბერძნეთი (16 თებერვალი),   ნეპალი (27 აპრილი),   არუბა (12 ივლისი),   კიურასაო (12 ივლისი)
2025   ლიხტენშტაინი (1 იანვარი)

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ნიდერლანდებში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
  2. ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
  3. აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში არა.
  4. გაერთიანებულ სამეფოში ლეგალურია, მაგრამ ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
  1. 14-556 Obergefell v. Hodges (06/26/2015) - Supreme Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
  2. Supreme Court Ruling Makes Same-Sex Marriage a Right Nationwide