ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია

ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორია (ბატ) (ინგლ. British Antarctic Territory) — გაერთიანებული სამეფოს 14 ზღვისიქითა ტერიტორიიდან ერთი-ერთი, რომელიც ანტარქტიდაში მდებარეობს დასავლეთის გრძედის 20°-დან 80°-მდე და სამხრეთის განედის 60°-ის სამხრეთით. მისი ფართობია — 1 709 400 კმ².

British Antarctic Territory
ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორია
British Antarctic Territory
ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორიის
დევიზი: «Research and discovery»
ჰიმნი: «God Save the Queen»
ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორიის მდებარეობა
დედაქალაქიროზერი
75°00′ ჩ. გ. 50°00′ დ. გ. / 75.000° ჩ. გ. 50.000° დ. გ. / 75.000; -50.000
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონაქრია
 -  მეფე ჩარლზ III
ფართობი
 -  სულ 1 709 400 კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით 250 

ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორიას ესაზღვრება არგენტინის და ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორიები. აქ ხორციელდება დიდი ბრიტანეთის კვლევები ანტარქტიდაზე.

დიდმა ბრიტანეთმა ამ ტერიტორიაზე პრეტენზიების წამოყენება დაიწყო 1908 წლიდან. დღეისათვის ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორიაში შედის: სამხრეთ შეტლანდის კუნძულები, სამხრეთ ორკნეის კუნძულები, ანტარქტიდის ნახევარკუნძული, უედელის ზღვის სანაპირო, ასევე ანტარქტიდის მიწები, რომლებიც მდებარეობენ სამხრეთით, თითქმის სამხრეთ პოლუსამდე.

ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს, პრეტენზიები ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთი განედის 60°-ის სამხრეთით, უვადოდ გაყინულია. კერძოდ, აკრძალულია მათი გაფართოება, რეგიონის მილიტარიზაცია და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ ეკრძალება სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება.

ხელმოწერილი შეთანხმების IV სტატიის საფუძველზე დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა პრეტენზიები ამ ტერიტორიაზე. ამავე დროს ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი კვეთავს ტერიტორიებს, რომელზეც პრეტენზიები გააჩნიათ არგენტინას და ჩილეს, და რომლებსაც შესაბამისად ჰქვიათ: არგენტინის ანტარქტიკა და ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია.

ანტარქტიდის ნახევარკუნძული ახლომდებარე კუნძულებით — ანტარქტიკაში ყველაზე მისაღები ადგილია ადამიანისთვის კლიმატიკური კუთხით, ამიტომ სამეცნიერო პოლარული სადგურების მაცხოვრებლებმა ზაფხულში (დეკემბერი-თებერვალი) შეიძლება მიაღწიონ დაახლოებით 3 ათას ადამიანს, ამასთან მათი უმრავლესობა არ არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. ზამთარში მაცხოვრებლების რაოდენობა კლებულობს 500—700 ადამიანამდე. მუდმივი მოსახლეობა, როგორც მთელ ანტარქტიდაში, არ არსებობს. ტურიზმი გავრცელებულია მხოლოდ ზაფხულში.

ბრიტანეთის ანტარქტიდა ფართედაა წარმოდგენილი ანტარქტიკის ფილატელიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია როსის ტერიტორია მერი ბერდის მიწა ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება