ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია

ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია (ესპ. Territorio Chileno Antártico) — ჩილეს ტერიტორიულ-პოლიტიკური პრეტენზიების ერთობლიობა ანტარქტიდაში. ადმინისტრაციულად წარმოადგენს მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონის ანტარქტიკა-ჩილენას პროვინციის ანტარქტიკის (ესპ. Antártica) კომუნას, რომელიც დაარსდა 1961 წლის 11 ივლისს.

Territorio Chileno Antártico
ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორია
{{{link alias-s}}}
{{{link alias-s}}} მდებარეობა
ოფიციალური ენა ესპანური
ფართობი
 -  სულ 1 250 257,6 კმ2 
მოსახლეობა
 -  2002 შეფასებით 130 
 -  სიმჭიდროვე 0,0001 კაცი/კმ2 
ვალუტა ჩილეს პესო
დროის სარტყელი -4

http://www.municipalidadcabodehornos.cl/

მოსახლეობა — 130 ადამიანი (2002 წელი), ზამთარში მცირდება 80 ადამიანამდე.

ტერიტორია — დასავლეთის გრძედის 53° და 90°-ს შორის სექტორი, და სამხრეთის განედის 60°-დან სამხრეთი პოლუსამდე. ხმელეთის ფართობია — 1 250 257,6 კმ². მდებარეობს ანტარქტიდაში, ესაზღვრება:

  • ჩრდილოეთით — დრეიკის სრუტეს,
  • სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით — ანტარქტიდის სხვა ნაწილებს.

ქვეყნების უმრავლესობა არ სცნობს ჩილეს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე (იხ. შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ). არგენტინა და დიდი ბრიტანეთი ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე თვითონ აცხადებენ პრეტენზიას. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიის გამოთქმის მომენტში მასზე უკვე პრეტენზია წამოყენებული ჰქონდათ არგენტინას და დიდ ბრიტანეთს.