ჩილეს პესო
ჩილეური პესო —ჩილეს ეროვნული ვალუტა. დღევანდელი პესო ბრუნვაშია 1975 წლიდან, მისი წინა ვერსია ბრუნვაში იყო 1817 წლიდან 1960 წლამდე. სიმბოლო რომელიც ადგილობრივად გამოიყენება პესოს აღსანიშნავად არის $. ISO 4217-ის მიხედვით დღევანდელი პესოს კოდი არის - CLP. პესო იყოფა 100 სენტავოდ (centavos), თუმცა სენტავოები არ არის ბრუნვაში. 2009 წლის მიხედვით, ჩილეს პესოს საშუალო კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში არის - 1 აშშ დოლარი = 559,7 ჩილეს პესოს.[1] 2010 წლის 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარი ღირდა 485,23 ჩილეს პესო.[2]
ჩილეს პესო peso chileno | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | CLP | ||
ქვეყანა | ჩილე | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ჩილელები | ||
შედგება | 100 სენტავო | ||
სიმბოლო | $ | ||
მონეტები | 1, 10, 50, 100, 500 პესო | ||
ბანკნოტები | 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 პესო | ||
ცენტრალური ბანკი | ჩილეს ცენტრალური ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (30 სექტემბერი 2010 თვის) | |||
1 USD | = 485.23 CLP CLP |
ჩილეს პესოს ღირებულება
რედაქტირებაპესო განიცდიდა ყოველწლიურ გაუფასურებას დოლარისა და სხვა მყარი ვალუტების მიმართ, თუმცა 1994-1997 წლებში პესო ინარჩუნებდა სიმყარეს დოლართან მიმართებაში. 2002 და 2003 წლებში პესოს გაცვლის კურსმა დოლართან მიაღწია მაქსიმუმს, დაახლოებით 700 CLP ერთ აშშ დოლარზე. რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ეფექტით იყო გამოწვეული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Indicadores Macroeconómicos. ჩილეს ცენტრალური ბანკი (2010-05-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-02. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
- ↑ Tipo de Cambio del Dólar Observado diario - Base de Datos Estadísticos. Si2.bcentral.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-02. ციტირების თარიღი: 2010-09-30.