გერეროს შტატი
გერერო — მექსიკის შტატი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში. შტატს უკავია მთლიანი ქვეყნის ფართობის 3,3%. შტატს სახელი ეწოდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის – გენერალ ვისენტე გერეროს პატივსაცემად. 2003 წლისთვის, შტატის მოსახლეობა შეადგენდა 3 167 400 კაცს.
დროშა |
გერბი |
ქვეყანა | მექსიკა |
დედაქალაქი: | ჩილპანსინგო |
მუნიციპალიტეტი | 21 |
უდიდესი ქალაქი | აკაპულკო |
შექმნის თარიღი | 27 ოქტომბერი 1849 |
გუბერნატორი | კარლოს სეფერინო ტორებლანკა გალინდო |
ფართობი | 64 281 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 3 115 202 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
შტატის დედაქალაქია ჩილპანსინგო-დე-ლოს-ბრავო. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: აკაპულკო, პეტატლანი, იგუალა, ტაქსკო, სიუატანეხო.
გერეროს მოსახლეობის უმეტესობა ადგილობრივი ინდიელია. გერეროში ყველაზე გავრცელებული ენებია ნაუატლი (38,9%), მიჩტეკო (27%), თლაფანეკო (21,9%) და ამუსო (7,9%). ესპანური შტატის მოსახლეობის მხოლოდ 4,3 პროცენტისათვის არის მშობლიური. იმ ინდიელთაგან კი, ვინც ადგილობრივ ენებზე საუბრობენ, მხოლოდ 29% ფლობს ესპანურს.
გერერო ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ მიმზიდველ შტატს წარმოადგენს. აქ გამოყოფენ სამ მნიშვნელოვან ტურისტულ არეალს, ე.წ. „მზის სამკუთხედს“. პირველი მათგანია აკაპულკო, მეორე – ტაქსკო, კოლონიური ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ვერცხლის ომით და მესამე – იქსტაპა, იგივე სიუატანეხო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 1998-12-02 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- შტატის პროფილი facebook-ზე