ერაყი
ერაყი (არ:العراق); ოფიციალურად ერაყის რესპუბლიკა (არაბ. جمهورية العراق, ქურთ. كؤماری عێراق, სირ. ܩܘܿܛܢܵܝܘܼܬܐܵ ܕܥܝܪܐܩ)[2] — ქვეყანა დასავლეთი აზიაში, მოიცავს ზაგროსის მთების ჩრდილო-დასავლეთის უმეტეს ნაწილს, სირიის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილს და არაბეთის უდაბნოს ჩრდილოეთს.[3]
ერაყის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: الله أكبر | ||||||
ჰიმნი: Mawtini |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბაღდადი 33°20′ ჩ. გ. 44°26′ ა. გ. / 33.333° ჩ. გ. 44.433° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული, ქურთული | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ბარჰამ სალეჰი | ||||
- | პრ.-მინისტრი | მუსტაფა ალ-კადიმი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 438 317 კმ2 (157-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 31 234 000[1] (39-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 71,5 კაცი/კმ2 (125-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2009 შეფასებით | |||||
- | სულ | $111.5 მილიარდი [1] (61-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3,570[1] (130-ე) | ||||
აგი (2019) | 0.674 (საშუალო) (123-ე) | |||||
ვალუტა | ერაყული დინარი (IQD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | IRQ | |||||
Internet TLD | .iq | |||||
სატელეფონო კოდი | 964 |
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური - ერაყის რესპუბლიკა.
- ეროვნული: العراق, Al Jumhuriyah al Iraqiyah.
- ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვა შუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელია მესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე „შუამდინარეთს“ ნიშნავს.
ისტორია
რედაქტირებაერაყმა 1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიტების დინასტია (ფაისალ I და ფაისალ II). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც „ანტიიმპერიალისტური კურსი“ აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-1988 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომში ირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნითა, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში - შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია. ფართობი შეადგენს 435 072 კვ. კმ-ს.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა - 2003-05 წლებში გარდამავალი მმართველობის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა იყო.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
- ადმინისტრაციული დაყოფა - 18 ოლქი (muhafazat).
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა - 36,004 ათასი (2014), მათ შორის - არაბები 75-80 %, ქურთები 15-20 %, ეროვნული უმცირესობებია თურქულენოვანი ხალხები, ასურელები და სხვები.
- სახელმწიფო ენა - არაბული; ქურთული (ქურთისტანში). გავრცელებულია ენებია ასურული.
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ბაღდადი (9,500 ათასი).
- ქალაქები - ბასრა (2,300), ერბილი (2,000), სულეიმანია (1,600), მოსული (1,000), ქირქუქი (1,000).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაერაყი დაყოფილია 18 პროვინციად, (არაბულად: მუჰაფაზათი, ქურთ. پاریزگه - ფარიშა). პროვინციები დაყოფილია ოლქებად (ქადაში). ერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებულ სტატუსის მქონე რეგიონი, რომელსაც აქვს თავისი მმართველობა და მილიცია.
ეკონომიკა
რედაქტირებანავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95 %-ს იძლეოდა.
- რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფოსფატები, გოგირდი.
- ექსპორტი - ნავთობი, შალეული, ფინიკი.
- ვალუტა - ერაყის დინარი (IQD).
მემკვიდრეობა
რედაქტირება- ბაღდადი – ერაყის ეროვნული: და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);
- სამარა - მინარეთი და დიდი მეჩეთი (IX ს.);
- ქალაქების ბაბილონისა და ნინევიის ნაშთები;
- პართიული ქალაქი ჰათრა.
მესოპოტამიას უკავშირდება არაბთა სახალიფოსა და უძველესი ცივილიზაციების - შუმერის, აქადის, ბაბილონისა და ასურეთის სახელები.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ერაყი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Iraq. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2010-04-21.
- ↑ Kurdistan Regional Government. KRG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 2009-03-23.
- ↑ Declaration of Principles for a Long-Term Relationship of Cooperation and Friendship Between the Republic of Iraq and the United States of America.