მუთანის მუჰაფაზა, იგივე მუთანის პროვინცია (არაბ. المثنى) — ერთ-ერთი ერაყის 18 მუჰაფაზიდან. სახელი დაერქვა VII საუკუნეში მოღვაწე გენერლის, ალ-მუთჰანა იბნ ჰარიტას პატივსაცემად. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, არაბეთთან სასაზღვრო ზოლში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია სამავა.

მუთანის მუჰაფაზა
المثنى
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი სამავა
კოორდინატები 30°12′00″ ჩ. გ. 45°21′00″ ა. გ. / 30.20000° ჩ. გ. 45.35000° ა. გ. / 30.20000; 45.35000
ფართობი 51 740 კმ²
მოსახლეობა 919 100[1] კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა ძირითადად არაბები და ქურთები
სასაათო სარტყელი UTCUTC+3

1976 წლამდე მუჰაფაზა დავინიის პროვინციის ნაწილი იყო, რომელიც დღევანდელ მუთანასა და ნაჯაფის მუჰაფაზას მოიცავდა.

სამავაჰი ძალიან ახლოს მდებარეობს უძველეს შუმერულ ქალაქ ურუქთან. ერთი ვარაუდით სწორედ ამ ქალაქის სახელიდან მომდინარეობს ქვეყნის დასახელება — ერაყი.

დღეს მუთანის მუჰაფაზა 51 740 კმ²-ზეა განფენილი და 2012 წლის მონაცემებით აქ 919 100 ადამიანი ცხოვრობს.