ბაბილის მუჰაფაზა იგივე ბაბილის პროვინცია (არაბ. محافظة بابل) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა, ქვეყნის 18 მუჰაფაზიდან. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მოიცავს 4 რაიონს. მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ჰილა. მუჰაფაზის ფართობი 5 603 კმ²-ია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბაბილის პროვინციის მოსახლეობა 2,000,000 ადამიანს შეადგენდა. აქედან 600 000-მდე ადამიანი ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ ჰილაში ცხოვრობს. 2013 წლის 20 აპრილიდან დღემდე, ბაბილის მუჰაფაზის გუბერნატორი არის სადიქ მადლოოლ ჰამად იასიმი. მუჰაფაზის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.

მუჰაფაზა
ბაბილის პროვინცია
محافظة بابل
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი ჰილა
კოორდინატები 32°37′00″ ჩ. გ. 44°33′00″ ა. გ. / 32.61667° ჩ. გ. 44.55000° ა. გ. / 32.61667; 44.55000
ფართობი 5 603 კმ²
მოსახლეობა 2,000,000 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 287 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+3
ბაბილის მუჰაფაზა — ერაყი
ბაბილის მუჰაფაზა

ბაბილის ისტორიული სახელია ბაბილონი. ამ სახელით მას დღესაც მოიხსენიებენ. იგი იყო ისტორიული ბაბილონეთის დედაქალაქი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება