ჰილა (არაბ. الحلة‎) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. იგი არის ბაბილის (ბაბილონის) მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. არის ზღვის დონიდან 34 მეტრზე და მდებარეობს ისტორიული ბაბილონეთის ტერიტორიაზე. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა 289 714 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი ჰილა არის საკუთარი მუჰაფაზის აღმოსავლეთ ნაწილში. ჰილა მდებარეობს 100 კილომეტრის დაშორებით ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადიდან.

ქალაქი
ჰილა
الحلة‎
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა ბაბილი
კოორდინატები 32°29′00″ ჩ. გ. 44°26′00″ ა. გ. / 32.48333° ჩ. გ. 44.43333° ა. გ. / 32.48333; 44.43333
დაარსდა 1101
ცენტრის სიმაღლე 34
მოსახლეობა 289 714 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+3
ჰილა — ერაყი
ჰილა

ჰილაში ძირითადად ერაყელები სახლობენ, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ქურთია. ქალაქში, როგორც თითქმის მთელ ერაყში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მუსლიმები წარმოადგენენ.

ქალაქს ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქალაქი ისტორიულ ბაბილონეთში მდებარეობს და მდიდარია შორეული წარსულიდან შემორჩენილი ნაშთებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰილა&oldid=4305141“-დან