სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზა

სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზა, იგივე სალაჰ-ედ-დინის პროვინცია (არაბ. صلاح الدين) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა ქვეყანაში მდებარე 18-დან. მდებარეობს მის ჩრდილოეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი თიქრითი. მოიცავს რვა რაიონს. მდებარეობს მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. მუჰაფაზის ფართობი 24 751 კმ²-ია. სალაჰ-ედ-დინი ესაზღვრება ერაყში მოსახლეობით პირველ ბაღდადის პროვინციას. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციაში 1 408 200 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობით უდიდესი ქალაქია სამარა და მას მოსდევს ადმინისტრაციული ცენტრი თიქრითი. მუჰაფაზის გუბერნატორი არის რაედ ალ-ჯაბოური.

მუჰაფაზა
სალაჰ-ედ-დინის პროვინცია
صلاح الدين
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი თიქრითი
კოორდინატები 34°27′00″ ჩ. გ. 43°35′00″ ა. გ. / 34.45000° ჩ. გ. 43.58333° ა. გ. / 34.45000; 43.58333
ფართობი 24 751 კმ²
სალაპარაკო ენები არაბული, ქურთული
მოსახლეობა 1 408 200 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTCUTC+3

მიუხედავად იმისა, რომ სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზა ქურთისტანში არ მდებარეობს, მრავლად არიან ქურთები. თუმცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მაინც ერაყელები წარმოადგენენ და ყველაზე გავრცელებული რელიგია არის ისლამი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება