ბაღდადის მუჰაფაზა

(გადამისამართდა გვერდიდან ბაღდადის პროვინცია)

ბაღდადის მუჰაფაზა, იგივე ბაღდადის პროვინცია (არაბ. محافظة بغداد‎Muḥāfaẓät Baġdād) — ერთ-ერთი ერაყის 18 მუჰაფაზიდან. აქ მდებარეობს პროვინციისა და მთლიანად ქვეყნის დედაქალაქი ბაღდადი. დედაქალაქთან ერთად ის მოიცავს თაჯის, ჰუსეინის მაჰმუდის, ალ ტარმისა და აბუ ღარიბის რაიონები. მუჰაფაზა 4 555 კმ²-ზეა განფენილი და 2012 წლის მონაცემებით მასში 9 500 000 ადამიანი ცხოვრობს. ბაღდადის მუჰაფაზა ყველაზე პატარა ზომისაა პროვინციებს შორის, თუმცა ყველაზე მეტად დასახლებულია. ბაღდადის მუჰაფაზა ქვეყნის სხვა ნაწილებთან შედარებით, მეტად კეთილმოწყობილი და განვითარებულია.

მუჰაფაზა
ბაღდადის მუჰაფაზა
محافظة بغداد ‎Muḥāfaẓät Baġdād
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი ბაღდადი
კოორდინატები 33°20′00″ ჩ. გ. 44°26′00″ ა. გ. / 33.33333° ჩ. გ. 44.43333° ა. გ. / 33.33333; 44.43333
ფართობი 4 555 კმ²
მოსახლეობა 9 500 000 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი baghdad.gov.iq

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება