ერაყის პრეზიდენტი
ერაყის პრეზიდენტი - ერაყის სახელმწიფოს მეთაური. 1958 წლის 14 ივლისს მონარქიის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში მოქმედება დაიწყო დროებითმა კონსტიტუციამ, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა. კონსტიტუციის პირველივე მუხლით განისაზღვრა ქვეყნის მმართველობის ფორმა: ერაყი გახდა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოდ რესპუბლიკური მმართველობით. თუმცა ხელისუფლების კონცენტრაცია მოხდა პრემიერ-მინისტრის ხელში.
ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი წარმოადგენს ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს, კონსტიტუციის გარანტს, ერაყის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და უსაფრთხოების დამცველს. მას 4 წლის ვადით ირჩევს წარმომადგენელთა საბჭო ხმათა უმრავლესობით.
ერაყის პრეზიდენტების სია
რედაქტირებასურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | მუჰამედ ნაჯიბ ალ-რუბაი | 14 ივლისი 1958 | 8 თებერვალი 1963 | |
2. | აბდულ სალამ არეფი | 8 თებერვალი 1963 | 13 აპრილი 1966 | |
მ/შ | აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი | 13 აპრილი 1966 | 16 აპრილი 1966 | |
3. | აბდელ რაჰმან არეფი | 16 აპრილი 1966 | 17 ივლისი 1968 | |
4. | აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი | 17 ივლისი 1968 | 16 ივლისი 1979 | |
5. | სადამ ჰუსეინი | 16 ივლისი 1979 | 9 აპრილი 2003 | |
მ/შ | გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი | 28 ივნისი 2004 | 6 აპრილი 2005 | |
6. | ჯალალ თალაბანი | 6 აპრილი 2005 | 24 ივლისი, 2014 | |
7. | ფუად მასუმი | 24 ივლისი, 2014 | 2 ოქტომბერი, 2018 | |
8. | ბარჰამ სალეჰი | 2 ოქტომბერი, 2018 | 17 ოქტომბერი, 2022 | |
9. | აბდულ ლატიფ რაშიდი | 17 ოქტომბერი, 2022 | დღემდე |