აბდულ ლატიფ რაშიდი
აბდულ ლატიფ რაშიდი (არაბ. عبد اللطيف رشيد; დ. 10 აგვისტო, 1944),[1] აგრეთვე ცნობილია როგორც ლატიფ რაშიდი (ქურთ. لەتيف ڕەشید) — ერაყელი პოლიტიკოსი და ერაყის მეცხრე პრეზიდენტი, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.[2] მანამდე იგი იყო წყლის რესურსების მინისტრი ნური ალ-მალიქის მთავრობაში. წინა პერიოდში იგი იმავე პოზიციაზე მსახურობდა როგორც ერაყის გარდამავალ, ისე დროებით მთავრობებში. რაშიდი ადრე იყო ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.
აბდულ ლატიფ რაშიდი | |
---|---|
სორ. لەتیف ڕەشید | |
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1944 (80 წლის) |
დაბადების ადგილი | სულეიმანია, ერაყის სამეფო |
მოქალაქეობა | ერაყი |
განათლება | ლივერპულის უნივერსიტეტი და მანჩესტერის უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | Shanaz Ibrahim Ahmad |
წყლის რესურსების მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა 2003 წლის სექტემბრიდან 2010 წლის დეკემბრამდე და რაშიდი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: სარწყავი სისტემა, მუნიციპალური და სამრეწველო წყლის მომარაგება, ჰიდროელექტროსადგურები, წყალდიდობის კონტროლი და გარემოსდაცვითი მოთხოვნები, მათ შორის ჭაობების აღდგენა.
ბიოგრაფია
რედაქტირებარაშიდი დაიბადა 1944 წელს სულეიმანიაში,[3] ქურთისტანი, ერაყის სამეფო, მაღალი კლასის ქურთულ ოჯახში. მან ჩააბარა ბრიტანული A-Level-ის გამოცდები ჩრდილოეთ უელსში. აქვს ბაკალავრის ხარისხი (1968) სამოქალაქო ინჟინერიაში ლივერპულის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის ხარისხი (1973) და დოქტორის ხარისხი (1978) ინჟინერიაში მანჩესტერის უნივერსიტეტიდან. ლივერპულის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1969 წელს გახდა ლექტორი სულეიმანიის უნივერსიტეტში.[3] ერაყში დაბრუნების შემდეგ გახდა ქურთისტანის პატრიოტული კავშირის აქტიური წევრი, მაშინ როდესაც მას ხელმძღვანელობდა მისი სიძე ჯალალ თალაბანი.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებატექნიკური კვალიფიკაციებისა და ჩართულობების გარდა, რაშიდი აქტიურად მონაწილეობდა ქურთულ და ერაყულ პოლიტიკაში. 1986 წელს გახდა ქურთისტანის პატრიოტული კავშირის წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.[3] მან მრავალ კონფერენციაში და ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ქურთისტანის პოლიტიკური პარტიებისა და ერაყული ოპოზიციის ჯგუფების სახელით სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში. რაშიდი წარმოადგენდა ქურთისტანის პოლიტიკასა და სადამ ჰუსეინის ოპოზიციურ ჯგუფებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და მთავრობებთან შეხვედრებზე. 2003 წელს გახდა წყლის რესურსების მინისტრი, ამ თანამდებობას იკავებდა 2010 წლამდე.[4][5] 2010 წლიდან იყო საპრეზიდენტო მრჩეველი.[4]
ერაყის პრეზიდენტი
რედაქტირებაქვეყანაში მსხვილ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტად აირჩევა სუნიტი ქურთი, პრემიერ-მინისტრად — შიიტი არაბი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ - სუნიტი არაბი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, რაშიდი აირჩიეს ერაყის მე-9 პრეზიდენტად. რაშიდმა ჩაანაცვლა ბარჰამ სალეჰი სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაზე. პარლამენტში ორ რაუნდიანი კენჭისყრის შემდეგ, მოიპოვა „160-ზე მეტი ხმა“ სალეჰიმა კი — 99 ხმა.[6] რაშიდმა „დაუყოვნებლივ“ დანიშნა პოლიტიკოსი მოჰამედ შია ალ-სუდანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ამ დანიშვნამ დაასრულა ერთწლიანი საპარლამენტო კრიზისი.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებარაშიდი წინააღმდეგია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციისა იმ დრომდე, სანამ თურქეთი არღვევს ერაყის სუვერენიტეტს.[7] 2023 წლის 8 აპრილს, რაშიდმა დაგმო თურქეთის სავარაუდო დაბომბვა სულეიმანიის აეროპორტის მახლობლად, ერაყის ქურთული ავტონომიის ტერიტორიაზე. Agence France-Presse-ისთვის მიცემული თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს „არ განუხორციელებიათ მსგავსი აქტოვობა“.[8]
2023 წლის 27 თებერვალს, რაშიდმა თქვა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სადამ ჰუსეინის მართულ ერაყში 2003 წლის შემოჭრა იყო „აუცილებელი“ რეჟიმის „სისასტიკის“ გამო. მან განაცხადა, რომ „ოც წლიანი პერიოდის შემდეგ“ ახლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად სუფევს ქვეყანაში“. თუმცა, დიდი ხანია მოლოდინშია საჯარო პროექტები, განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორში, არ განხორციელებულა, რაც მან დაუკავშირა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ კორუფციას.[9][10]
ერაყის პრეზიდენტმა გამოხატა რწმენა, რომ „ურთიერთობების გაუმჯობესება მეზობლებთან, მათ შორის ირანთან, სირიასთან, ქუვეითთან, საუდის არაბეთთან, თურქეთთან და იორდანიასთან, წარმოადგენს ერაყის სიძლიერის წყაროს“.[9]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიგი დაქორწინებულია შანაზ იბრაჰიმ აჰმედზე და მათ ჰყავთ სამი შვილი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Curriculum Vitae-Dr. Latif Rashid.
- ↑ "Iraqi parliament elects Abdul Latif Rashid as new president", Al Jazeera, 13 Oct 2022.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Who is Dr. Abdul Latif Rashid. ციტირების თარიღი: 2023-01-20
- ↑ 4.0 4.1 Iraq's new president Latif Rashid, veteran Kurdish politician en (2022-10-13). ციტირების თარიღი: 2023-01-20
- ↑ Iraq elects new president and premier, as Sadr loses contest to Maliki | en. ციტირების თარიღი: 2023-01-20
- ↑ Iraqi parliament elects Abdul Latif Rashid as new president en (13 October 2022). ციტირების თარიღი: 30 April 2023
- ↑ „Normalization with Türkiye not possible amid border violations, says Iraq's president“. Bianet. Istanbul. 19 January 2023. ციტირების თარიღი: 30 April 2023.
- ↑ „Iraqi president condemns Turkish bombardment of autonomous Kurdish region“. France 24. AFP. 8 April 2023. ციტირების თარიღი: 30 April 2023.
- ↑ 9.0 9.1 Daniszewski, John; Sewell, Abby (27 February 2023). „Iraqi president says country now peaceful, life is returning“. Associated Press. ციტირების თარიღი: 30 April 2023.
- ↑ Abdul-Zahra, Qassim (27 February 2023). „Iraqi president says country now peaceful, life is returning“. Yahoo News. ციტირების თარიღი: 30 April 2023.