ბარჰამ სალეჰი (ქურთ. بەرھەم ئەحمەد ساڵح; არაბ. برهم أحمد صالح; დ. 12 სექტემბერი, 1960, სულეიმანია, სულეიმანია, ერაყი) — ერაყელი და ქურთისტანელი პოლიტიკური მოღვაწე. ერაყის ქურთისტანის მეორე პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 28 ოქტომბრიდან 2012 წლის 5 აპრილამდე. ერაყის ვიცე-პრემიერი 2006 წლიდან 2009 წლამდე. ერაყის მერვე პრეზიდენტი 2018 წლის 2 ოქტომბრიდან.

ბარჰამ სალეჰი
ბარჰამ სალეჰი
ერაყის მე-8 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 ოქტომბერი, 2018
წინამორბედიფუად მასუმი

ერაყის ქურთისტანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 2009 – 5 აპრილი, 2012
პრეზიდენტიმასუდ ბარზანი
წინამორბედინეჩირვან ბარზანი
მემკვიდრენეჩირვან ბარზანი

დაბადებული12 სექტემბერი, 1960
სულეიმანია, ერაყი
პოლიტიკური პარტიაქურთისტანის პატრიოტთა კავშირი (1976-2017; 2018-დან)
მეუღლესარბაღ სალეჰი
შვილები2
განათლებაკარდიფის უნივერსიტეტი, ლივერპულის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტური ისლამი

პოლიტიკური მოღვაწეობარედაქტირება

პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 16 წლის ასაკში, როდესაც გახდა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის წევრი. 1979 წელს იგი ორჯერ დააპატიმრეს ქურთების ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობისა და მიწისქვეშა მოღვაწეობის ბრალდებით. დაპატიმრების მიზეზი გახდა მისი სახის აღმოჩენა სულეიმანიაში მიმდინარე საპტროტესტო აქციების რამდენიმე ფოტოში. კირკუკის სპეციალური ზედამხედველობის ციხეში მან სულ 43 დღე გაატარა, სადაც აწამებდნენ. განთავისუფლების შემდეგ, მან მაინც მოახერხა საშუალო სკოლის დამთავრება და დიდ ბრიტანეთში გადასვლა შემდგომი დევნის თავიდან ასაცილებლად.

ლონდონში იგი გახდა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის ევროპული განყოფილების წევრი და პასუხისმგებელი გახდა ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე. ამავე დროს მან 1983 წელს დაამთავრა კარდიფის უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობის ბაკალავრიატი და ასპირანტურა, ხოლო 1987 წელს ლივერპულის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი სტატისტიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში.

2014 წელს სალეჰმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ქურთისტანის პოლიტიკური ძალწებისაგან ვერ მიიღო მხარდაჭერა და წააგო არჩევნები ფუად მასუმთან. 2016 წელს პოლიტიკოსმა გაწყვიტა ურთიერთობა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირთან და ჩამოაყალიბა თავისი კოლაიცია „ალიანსი დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფედერალური პარლამენტის არჩევნებში 2018 წლის მაისში. თუმცა, 2018 წლის აგვისტოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაბრუნდა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის რიგებში და პარტიის ერთადერთი კანდიდატი გახდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტად არჩევარედაქტირება

ერაყის პრეზიდენტად ასარჩევად ბარჰმ სალეჰი წარადგინა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირმა. ერაყის პარლამენტის 329 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონწილეობ მიიღო 273-მა, რომელთაგანაც სალეჰს მხარი დაუჭირა 219 დეპუტატმა. მისი მთავარი კონკურენტი იყო ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელის მასუდ ბარზანის კანცელარიის ხელმძღვანელი ფუად ჰუსეინი, რომელმაც მხოლოდ 22 პარლამენტარის ხმა მიიღო.

ამავე დროს, პარლამენტის სხდომა რამდენჯერმე გადაიდო საჭირო ქვორუმის არარსებობის გამო. უფრო მეტიც, პირველივე მცდელობისას ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, ამიტომ დეპუტატებს მოუწიათ მეორედ მიეცათ ხმა.

სალეჰმა ფიცის დადების დროს სალაჰმა პირობა დადო, რომ დაიცავდა ერაყის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას რესპუბლიკის ფედერალური დემოკრატიული სისტემის ფარგლებში. მან ასევე აღუთქვა მოალაქეებს, რომ არ დუშვებდა კრიზისს და მოემსახურებოდა ერაყელ ხალხს და არა რომელიმე ცალკეულ დაჯგუფებას ან დაინტერესებულ პირს.

ამ მოსაზრებებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს ბარჰამ სალეჰი გახდა ერაყის მერვე პრეზიდენტი.

პირადი ცხოვრებარედაქტირება

დაოჯახებულია სარბაღ სალეჰზე, რომელიც არის ქურთების ბოტანიკური ფონდის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი წევრი. იგი ასევე არის ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი. წყვილს ორი შვილი ჰყავთ: ბიჭი და გოგო.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

Dr. Barham Salih's official website