ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეჩირვან ბარზანი (ქურთ. نێچیرڤان بارزانی; დ. 21 სექტემბერი, 1966, ბარზანი, ერაყი) — ერაყელი და ქურთი პოლიტიკური მოღვაწე. ერაყის ქურთისტანის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი 2006 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 31 აგვისტომდე და 2012 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 31 მაისამდე. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი 2019 წლის 10 ივნისიდან. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი 2010 წლიდან. ქურთების ეროვნული გმირის მუსტაფა ბარზანის შვილშვილი და იდრის ბარზანის შვილი. ერაყის ქურთისტანის ყოფილი პრეზიდენტისა და ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის მეთაურის მასუდ ბარზანის ძმისშვილი.

ნეჩირვან ბარზანი
ნეჩირვან ბარზანი
ერაყის ქურთისტანის მე-2 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 ივნისი, 2019
წინამორბედიმასუდ ბარზანი

ერაყის ქურთისტანის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 2006 – 31 აგვისტო, 2009
პრეზიდენტიმასუდ ბარზანი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებარჰამ სალეჰი

ერაყის ქურთისტანის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი, 2012 – 31 მაისი, 2019
პრეზიდენტიმასუდ ბარზანი
წინამორბედიბარჰამ სალეჰი
მემკვიდრემასრურ ბარზანი

დაბადებული21 სექტემბერი, 1966
ბარზანი, ერაყი
პოლიტიკური პარტიაქურთისტანის დემოკრატიული პარტია
მამაიდრის ბარზანი
განათლებათეირანის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სექტემბრის აჯანყების დამარცხების შემდეგ 1961-1975 წლებში ნეჩირვან ბარზანი ოჯახან ერთად ირანში ცხოვრობდა. სწავლობდა თეირანის გარეუბანში, კერეჯეს საშუალო სკოლაში, აქვე დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, როდესაც გახდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული განყოფილების წევრი. მამამისს იგი ხშირად დაყავდა თავის დიპლომატიურ ვიზიტებში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

1984 წელს შევიდა თეირანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ვერ დაასრულა და 1987 წელს მიატოვა მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ამ მომენტიდან მთლიანად პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩაერთო. 1989 წლიდან ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრია. 1991 წელს ქურთისტანის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა ქალაქ დაჰუკსა და მის რაიონს.

1996 წლიდან ვიცე-პრემიერია, 1999 წლიდან დემოკრატიული პარტიის მთავრობის მეტაურია ერბილში. 2006 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე ერაყის ქურთისტანის გაერთიანებული (ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ქურთისტანის პატრიოტული კავშირი) რეგიონული მთავრობის მეთაურია.

პრემიერ მინისტრის პოსტზე მან აქტიური წვლილი შეიტანა ქურთისტანის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ აღმავლობას მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში. კერძოდ, ის არის ინტერნეტ განვითარების პროგრამის ავტორი ქურთისტანში; მისი ინიციატივით, მოეწყო ინტერნეტ-კაფეების ფართო ქსელი, რათა ყველა მაცხოვრებელს შეეძლო ქსელში წვდომა. მისივე დამსახურებით, განხორციელდა და ხორციელდება კომუნალური სფეროს განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მასშტაბური პროექტები: იგი არის ახლად (2006) მიღებული კანონის ინიციატორი, რომელიც წარმოადგენს 10-წლიან საგადასახადო შეღავათებს უცხოელი ინვესტორებისთვის, სამშენებლო პროგრამების შემქმნელისთვის (ელიტური კვარტალი Dream-city და საქმიანი ცენტრი Airport-city ერბილში, Mass-media-city და ა შ.).

იმის გამო, რომ იგი იყო გაერთიანებული მთავრობის მეთაურის პოსტის წამყვანი კანდიდატი და საქმიანი თვისებების გარდა ახასიათებდა პიროვნული სიმშვიდე და არაკონფლიქტური ხასიათი, მას დიდი ავტორიტეტი შეუქმნა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ოპონენტებს შორისაც კი.

გაერთიანებული რეგიონული მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირების შემდეგ, 2010 წელს დაინიშნა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ.

2019 წლის 28 მაისს აირჩიეს ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტად და გახდა თავისი ბიძს მასუდ ბარზაანის შემცვლელი, რომელიც გადადგა 2017 წლის 1 იანვარს.

გარდა მშობლიური ქურთული ენისა ფლობს სპარსულ, არაბულ და ინგლისურ ენებს. მას უყვარს სპარსული და ქურთული პოეზია. დაქორწინებულია ნაბილა ბარზანიზე და ჰყავს ხუთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება