აბდელ რაჰმან არეფი
აბდელ რაჰმან არეფი (არაბ. عبد الرحمن عارف; დ. 14 აპრილი, 1916, ბაღდადი, ოსმალეთის იმპერია — გ. 24 აგვისტო, 2007, ამანი, იორდანია) — ერაყის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი (1966–1968) და პრემიერ-მინისტრი (1967).
აბდელ რაჰმან არეფი | |
ერაყის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აპრილი, 1966 – 17 ივლისი, 1968 | |
წინამორბედი | აბდელ რაჰმან ალ-ბაზაზი |
მემკვიდრე | აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 1967 – 10 ივლისი, 1967 | |
წინამორბედი | ნაჯი თალიბი |
მემკვიდრე | ტაჰირ იაჰია |
დაბადებული | 14 აპრილი, 1916 ბაღდადი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 24 აგვისტო, 2007 ამანი, იორდანია |
მეუღლე | ფაიკა აბდულ მაჯიდ ფარის ალანი |
შვილები | 5 |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა თავისი ძმის აბდულ სალამ არეფის გარდაცვალების შემდეგ. 1968 წლის 17 ივლისს დაამხეს პარტია ბაასის (არაბეთის სოციალისტური აღორძინების პარტია) მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად. ცხოვრობდა ემიგრაციაში, მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ კვლავ ემიგრაციაშია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ცხოვრობდა იორდანიაში, სადაც 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა.