მუჰამედ ნაჯიბ ალ-რუბაი

მუჰამედ ნაჯიბ ალ-რუბაი (არაბ. محمد نجيب الربيعي‎‎; დ. 1904, ბაღდადი, ოსმალეთის ერაყი — გ. 1965, ბაღდადი, ერაყი) — ერაყის სახელმწიფო მოღვაწე. 1958-1963 წლებში ერაყის პრეზიდენტი. თანამდებობა დატოვა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.

მუჰამედ ნაჯიბ ალ-რუბაი
მუჰამედ ნაჯიბ ალ-რუბაი
ერაყის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივლისი, 1958 – 8 თებერვალი, 1963
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეაბდულ სალამ არეფი

დაბადებული1904
ბაღდადი, ოსმალეთის ერაყი
გარდაცვლილი1965
ბაღდადი, ერაყი

დაიბადა 1904 წელს ოსმალეთის ერაყში. 1958 წელს აბდ ალ-ქარიმ კასიმთან ერთად მონაწილეობდა ერაყის რევოლუციაში. მუჰამედ ნაჯიბი გახდა ერაყის პრეზიდენტი, ხოლო კასიმმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 1963 წლის სამხედრო გადატრიალების დროს კასიმი მოკლეს, ხოლო ნაჯიბი გადადგა.

გარდაიცვალა 1965 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება