ერაყის დემოგრაფია

სტატია ეხება ერაყის მოსახლეობის ისეთ დემოგრაფიულ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება და სხვა.

2014 წლის ივლისის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 32 585 692 ადამიანს.[1] მათ შორის უმეტესობა (75-80 %) არაბია, სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია ქურთები (15-20 %), არიან ასევე სხვა მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებიც (5 %). მოსახლეობის 99% მუსლიმია, 0.% ქრისტიანი, ხოლო 0.2 % სხვა აღმსარებლობის.

გაეროს სტატისტიკური მონაცემები[2]

რედაქტირება
პერიოდი წელიწადში ცოცხლად შობილი სიკვდილი წელიწადში ბუნებრივი ცვლილება წელიწადში მკვდრად შობადობის ინდექსი (1000 დაბადებულზე) სივდილიანობა 1000-ზე ბუნებრივი ცვლილების ინდექსი (1000-ზე) ნაყოფიერების ინდექსი (ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე) ჩვილების გარდაცვალების ინდექსი (1000 დაბადებულზე)
1950-1955 327 000 158 000 169 000 53.2 25.8 27.5 7.30 197.6
1955-1960 297 000 133 000 164 000 42.6 19.1 23.5 6.20 152.9
1960-1965 343 000 122 000 221 000 43.3 15.4 27.9 6.60 120.7
1965-1970 430 000 121 000 309 000 46.5 13.1 33.4 7.40 96.0
1970-1975 475 000 121 000 354 000 43.6 11.1 32.5 7.15 76.4
1975-1980 526 000 124 000 402 000 41.2 9.8 31.5 6.80 60.4
1980-1985 571 000 185 000 387 000 39.1 12.6 26.5 6.35 48.9
1985-1990 638 000 132 000 505 000 38.8 8.0 30.8 6.15 41.8
1990-1995 719 000 105 000 614 000 38.2 5.6 32.6 5.80 43.4
1995-2000 836 000 119 000 717 000 37.9 5.4 32.5 5.40 38.1
2000-2005 960 000 144 000 816 000 37.5 5.6 31.9 5.12 35.9
2005-2010 1 079 000 187 000 892 000 36.6 6.3 30.2 4.86 34.6

ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები

რედაქტირება
 
ერაყის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები
  შიიტი არაბები
  სუნიტი არაბები
  ქურთები
  ასირიელები
  ეზიდები
  ერაყელი თურქმენები

ერაყის ძირითად ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ ერაყელი არაბები. ისინი მოსახლეობის 2/3 შეადგენენ და ძველი მესოპოტამიელების შთამომავლებად მიიჩნევიან. ერაყელი ანუ მესოპოტამიელი არაბები საუბრობენ მესოპოტამიურ არაბულად.

ერაყელი არაბები (მათ შორის: პალესტინელები, ჭაობის არაბები, ბედუინები და სხვა არაბული ჯგუფები) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 75-80 %-ს. ქურთები (მათ შორის: ფეილის ქურთები, ეზიდები, შაბაკები და კაკაები) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 15-20 %-ს. ასევე არიან შედარებით მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები: თურქულენოვანი ხალხები - 5 %, ასურელები - 2 %, სხვა (სომხები, ჩერქეზები, ერაყელი აჯამები, მანდეიები, საბიები, ბაჰაისტები, აფრო-ერაყელები და დომები) - 1 %.[1]

დემოგრაფიული მონაცემები

რედაქტირება

ასაკობრივი სტრუქტურა

რედაქტირება
0-14 წელი: 37.6 % (კაცი 5 959 562/ ქალი 5 751 970)
15-64 წელი: 59.3 % (კაცი 9 355 176/ ქალი 9 094 953)
65 წელი და ზევით: 3 % (კაცი 376 700; ქალი 423 295) (2006 წელი.)

საშუალო ასაკი

რედაქტირება
სულ: 21.3 წლის
კაცი: 21.2 წლის
ქალი: 21.4 წლის (2013 წელი.)

მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი

რედაქტირება
2.23% (2014 წელი.)

ჯანდაცვის ხარჯი

რედაქტირება
მშპ-ს 8.4% (2011)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Iraq. The World Factbook (22 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2015.
  2. World Population Prospects: The 2010 Revision