ერბილი
ერბილი, იგივე ჰავლერი (ქურთ. ھەولێر; არაბ. أربيل Arbīl; Hewlêr; სირ. ܐܪܒܝܠ Arbel) — ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი. მდებარეობს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2013 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 1 500 000 ადამიანს შეადგენს. შედის ერბილის მუჰაფაზის შემადგენლობაში და წარმოადგენს მის ცენტრს.
ქალაქი | ||
---|---|---|
ერბილი ھەولێر | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
ავტონომიური რეგიონი | ქურთისტანი | |
კოორდინატები | 36°11′28″ ჩ. გ. 44°00′33″ ა. გ. / 36.19111° ჩ. გ. 44.00917° ა. გ. | |
გუბერნატორი | ნავზარდ ჰადი | |
ფართობი | 12 000 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 420±1 მეტრი | |
ოფიციალური ენა | ქურთული | |
მოსახლეობა | 1 500 000 კაცი (2013) | |
ეროვნული შემადგენლობა | ქურთები | |
რელიგიური შემადგენლობა | ისლამი | |
სასაათო სარტყელი | UTC+3 | |
სატელეფონო კოდი | 66 | |
საფოსტო ინდექსი | 44001 | |
| ||
სავარაუდოდ აქ პირველი დასახლება ქრისტეს შობამდე 5000 წელს უნდა გაჩენილიყო. ამის გამო ერბილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუდმივად დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ქალაქი მნიშვნელოვანია ისლამური არტეფაქტების სიუხვით და არქეოლოგიური პროექტების ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მოხსენიებულია მესამე თასწლეულის შუმერულ ნაწერებში როგორც „ურბელუმი“ ან „ურბილუმი“. სავარაუდოდ წარმოსდგება სახელიდან „არბილო“, რაც შუმერულად ოთხ ღმერთს ნიშნავს.
გალერეარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ერბილის მუჰაფაზა
- ერბილი – პორტალი საერთაშორისო ვიზიტორებისათვის
- Livius.org: Arbela
- ერბილის საინფორმაციო გიდი
- Hawler/საინფორმაციო გიდი ქალაქის სტუმრებისათვის დაარქივებული 2015-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Erbil seen through camera lens