ბაღდადის მუჰაფაზა
ბაღდადის მუჰაფაზა, იგივე ბაღდადის პროვინცია (არაბ. محافظة بغدادMuḥāfaẓät Baġdād) — ერთ-ერთი ერაყის 18 მუჰაფაზიდან. აქ მდებარეობს პროვინციისა და მთლიანად ქვეყნის დედაქალაქი ბაღდადი. დედაქალაქთან ერთად ის მოიცავს თაჯის, ჰუსეინის მაჰმუდის, ალ ტარმისა და აბუ ღარიბის რაიონები. მუჰაფაზა 4 555 კმ²-ზეა განფენილი და 2012 წლის მონაცემებით მასში 9 500 000 ადამიანი ცხოვრობს. ბაღდადის მუჰაფაზა ყველაზე პატარა ზომისაა პროვინციებს შორის, თუმცა ყველაზე მეტად დასახლებულია. ბაღდადის მუჰაფაზა ქვეყნის სხვა ნაწილებთან შედარებით, მეტად კეთილმოწყობილი და განვითარებულია.
მუჰაფაზა | |
---|---|
ბაღდადის მუჰაფაზა محافظة بغداد Muḥāfaẓät Baġdād | |
ქვეყანა | ერაყი |
ადმ. ცენტრი | ბაღდადი |
კოორდინატები | 33°20′00″ ჩ. გ. 44°26′00″ ა. გ. / 33.33333° ჩ. გ. 44.43333° ა. გ. |
ფართობი | 4 555 კმ² |
მოსახლეობა | 9 500 000 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ოფიციალური საიტი | baghdad.gov.iq |