ანბარის მუჰაფაზა, იგივე ანბარის (ალ ანბარის) პროვინცია (არაბ. محافظة الأنبار) — ფართობით ერაყის უდიდესი მუჰაფაზა, ქვეყნის 18 მუჰაფაზიდან. განფენილია 138 501 კმ²-ზე და მოიცავს ერაყის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილს. ესაზღვრება სირიას, იორდანიასა და საუდის არაბეთს. მუჰაფაზის დედაქალაქია რამადი. მასთან ერთად მისი უდიდესი ქალაქებია ფალუჯაჰი და ჰადითა. 2011 წლის მონაცემებით მუჰაფაზაში 1 561 407 ადამიანი ცხოვრობს.

ანბარის მუჰაფაზა
محافظة الأنبار
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი რამადი
კოორდინატები 32°54′00″ ჩ. გ. 41°36′00″ ა. გ. / 32.90000° ჩ. გ. 41.60000° ა. გ. / 32.90000; 41.60000
ფართობი 138 501 კმ²
მოსახლეობა 1 561 407[1] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+3

1962 წელს ძველი სახელი დულამის მუჰაფაზა შეიცვალა რამანდის მუჰაფაზით, ხოლო 1976 წელს სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა და დღევანდელი ეწოდა.

2015 წლიდან ანბარის მუჰაფაზა ოკუპირებულია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ.