მთავარი მენიუს გახსნა

ადიგენის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ადიგენის რაიონი)

ადიგენის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ადიგენის მუნიციპალიტეტი“[1] (ს/ნ. 222729162; რეგ. თარიღი — 29 ნოემბერი, 2006) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ადიგენი.

ადიგენის მუნიციპალიტეტი
SJ-Adigeni-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Adigeni Municipality.svg Adigeni COA.jpg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოორდინატები 41°40′37″ ჩ. გ. 42°42′31″ ა. გ. / 41.67694° ჩ. გ. 42.70861° ა. გ. / 41.67694; 42.70861
მერი ზაქარია ენდელაძე
ფართობი 799.6 კმ²
მოსახლეობა Decrease2.svg 22 341 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 21 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 97,1 %
სომხები 2,3 %
რუსები 0,25 %
სატელეფონო კოდი +995 (366)
საფოსტო ინდექსი 0300–0399
ოფიციალური საიტი http://adigeni.ge/
GEO-SJ-AD.svg

ისტორიარედაქტირება

1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–1930 წლებში — ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.

ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ბუნებარედაქტირება

ადიგენის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს. ტერიტორია — 799 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული ახალციხის მურანახშირის საბადოს ერთი ნაწილი, რომელიც არ მუშავდება.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი მთაგორიანი ნაწილი აგებულია ვულკანოგენური ტუფების წყებით. სამხრეთი (გოდერძის უღელტეხილი) ანდეზიტ-ბაზალტებით და ტუფებით, დასავლეთი ნაწილი ფერადი თიხებით, ქვიშა-ქვებითა და ანდეზიტ-ბაზალტებით. მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება ტრაქიტები, თიხები და ქვიშა-ქვები, ხოლო მდინარის ქვემოდინებაში ახალგაზრდა ალუვიური ნალექები.

მუნიციპალიტეტში ზამთარი ცივია, ზაფხული — თბილი და ხანმოკლე. დაბალ ზონაში საშ. ტემპერატურა 8,0 °C -დან 6,4 °C-მდე (ადიგენი 8,0 °C, აბასთუმანი 6,4 °C). იანვრის საშუალო ტემპერატურაა –4 °C, 5,4 °C ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეიძლება –31 °C, –32 °C-მდე დაეცეს. აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 36°, 37 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია, ნალექების მაქსიმუმია ივნისში 83-99 მმ. დეკემბერში მინიმუმი 41 მმ. თოვლის საბურველი დეკემბრის დასაწყისიდან მარტის მეორე ნახევრამდეა. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 3-4 მ/წ.

 
აბასთუმანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ქსეროფიტული მცენარეულობა, რომელსაც გორაკ-ბორცოვან ზონაში მუხნარი ცვლის. მთის ფერდობები მეტწილად დაფარულია ტყით, ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი ჯიშის ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მ ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. ტყის ზონაში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი, ტყის თაგვი. ბევრია ფრინველი – მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა. მდინარეში არის კალმახი, ქაშაყი, მურწა და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე ქვაბლიანი, რომლის შენაკადებია ოცხე, ღაღვი, ძინძე. მუნიციპალიტეტში რამდენიმე პატარა ტბაა (შავი ტბა, კოტატბა, თლილი, წყისი და სხვა.).

მოსახლეობარედაქტირება

მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 462 კაცი; სიმჭიდროვე — 21 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის მოსახლეობა 1720 კაცია, სოფლის მოსახლეობა 14 742 კაცი.[2] მათ შორის: 97,1 % - ქართველია, 2,3 % - სომეხი, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, ოსები.

1944 წელს მუსლიმი მესხების (28 000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლდნენ იმერლები (36 %), რაჭველები (7 %), აჭარლები (20 %). ადგილობრივი მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს.

აღწერის მონაცემებირედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 21 284
2002 21 171  
2014[2] 16 462  

ადგილობრივი თვითმმართველობარედაქტირება

მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენს, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და დაბა აბასთუმანს. მუნიციპალიტეტში არის 56 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია 20 ტერიტორიულ ერთეულში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულები.

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ადიგენი — დაბა ადიგენი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული აბასთუმანი — დაბა აბასთუმანი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული არალი — არალი, წარბასთუმანი;
  4. ადმინისტრაციული ერთეული ბენარა — ბენარა, უნწა, შოლავერი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული ხევაშენი — ნაქურდევი, ხევაშენი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული ბოლაჯური — ბოლაჯური, ქვემო ენთელი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული გორგული — ადიგენი, გორგული, იმერეთუბანი, იჯარეთი;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ვარხანი — აბასთუმანი, ვარხანი, საღრძე, ფარეხა;
  9. ადმინისტრაციული ერთეული წახანი — ქიქინეთი, წახანი, წახანწყარო, ხარჯამი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ზანავი — გომარო, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ლელოვანი — ამხერი, კახარეთი, ლელოვანი, სამყური, ღორძე;
  12. ადმინისტრაციული ერთეული მლაშე — არზნე, მლაშე, ფლატე;
  13. ადმინისტრაციული ერთეული ზარზმა — ზარზმა, უტყისუბანი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული მოხე — მოხე, ნამინაური, ციხისუბანი;
  15. ადმინისტრაციული ერთეული დერცელი — დერცელი, კიკიბო;
  16. ადმინისტრაციული ერთეული უდე — ზაზალო, უდე;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ფხერო — ზემო ენთელი, ფხერო, შოყა;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ჩორჩანი — დიდი სმადა, პატარა სმადა, ჩორჩანი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული ჭეჭლა — კეხოვანი, საირმე, ჭელა, ჭეჭლა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ზედუბანი — აფიეთი, ზედუბანი, ღორთუბანი.

ეკონომიკარედაქტირება

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალციხე-ბათუმისა და ახალციხე-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სასტუმროა, რომლებიც აბასთუმანშია თავმოყრილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურებას ეწევა 2 საავადმყოფო, 2 პოლიკლინიკა, 7 სოფლის ამბულატორია და 2 სამშობიარო სახლი.

სოფელ ფლატეში მოიპოვება მინერალური წყლები.

კულტურარედაქტირება

მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა და 6 საბავშვო ბაღია. არის ასევე სამუსიკო და სასპორტო მუნიციპალური სკოლები. ყანობილის მთაზე მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მუნიციპალიტეტში არის კულტურის ცენტრი. ცენტრთან ჩამოყალიბებულია ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭულე”, ანსამბლი ,,ზარზმა”, აგრეთვე ვოკალური ჯგუფი ,,ანცები”. მუნიციპალიტეტში არის ბიბლიოთეკა, რომლის წიგანადი ფონდია 88 551 ც.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება პოპულარული სახალხო დღესასწაულები ,,ზარზმობა”, ,,შუამთობა”, ,,მაღალ მთობა” და ძველი თეატრალური სანახაობა ,,ბერობანა”.

ღირსშესანიშნაობანირედაქტირება

 
ზანავის ციხე

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონასტერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლიებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.

ფოტოგალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2016.