გვრიტი
გვრიტი (ლათ. Streptopelia turtur) — ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხუნდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.
გვრიტი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Streptopelia turtur (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22690419 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 149.