იჯარეთის მონასტერი
იჯარეთი — ტაძარი სოფელ იჯარეთის განაპირას, სამხრეთ საქართველოში (ისტორიულ სამცხეში), ადიგენის მახლობლად.
იჯარეთი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | იჯარეთი |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია კომპლექსის ნაშთები (ეკლესია, საძვალე, გალავანი და სხვა). განსაკუთრებით სამრეკლო — საქართველოში ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი ნიმუში. სამრეკლოს ქვედა სართული გახსნილ გასასვლელს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს გუდარეხსა და ზარზმაშია, არამედ დახურულ, ოთხივე მხარეს კედლებით შემოზღუდულ დამოუკიდებელ სამლოცველოს.
შენობის ზემო, მე-2 იარუსი — ღია მალებისაგან შედგენილი ფანჩატური, მთლიანად დანგრეულია. იჯარეთის სამრეკლო თავისი ერთადერთი გადარჩენილი აღმოსავლეთის ფასადის მიხედვით XIII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საყვარელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 290.