გუდარეხი
გუდარეხი (ყოფილი ღორისთავი, გადაერქვა 1947 წლის 19 აპრილს) — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ჩხიკვთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
გუდარეხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩხიკვთა |
კოორდინატები | 41°35′26″ ჩ. გ. 44°27′24″ ა. გ. / 41.59056° ჩ. გ. 44.45667° ა. გ. |
ადრეული სახელები | ღორისთავი |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 12[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 92 % რუსები 8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, თეთრიწყაროდან 8 კმ.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 10 | 4 | 6 |
2014[1] | 12 | 7 | 5 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაგუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938-1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI-XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ძველი ქართული ოსტატობა, თბ., 1967;
- მუსხელიშვილი ლ., ხიდაშელი შ., ჯაფარიძე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954;
- Такайшвили Е. С., Археологиыеские экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905;
- ჯაფარიძე ვ., ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II