მთავარი მენიუს გახსნა
Gudarekhi stone cross.jpg

გუდარეხის ქვაჯვარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხში. განეკუთვნება XIII საუკუნეს.

ქვაჯვარი, რომლის ფასადი მიმართულია დასავლეთით, სოფელ გუდარეხისკენ, წარმოადგენს მოყვითალო ქვიშაქვის ფილას ჯვრის ბარელიეფური გამოსახულებით. ფილა ჩადგმულია მასიურ ბუნში და ოდნავ განიერდება ქვემოდან ზევით. მისი სიგანე ზედა ნაწილში 104 სმ-ია, სიმაღლე ბუნიდან 185 სმ, საერთო სიმაღლე 250 სმ, სიგანე 40 სმ. ბუნის ზომებია 158 X 109 X 65 სმ. კვარცხლბეკზე დასმული, წაგრძელებული ჯვრის გამოსახულება მჭიდროდაა ჩასმული დეკორატიულ თაღში, რომელიც მომრგვალებულ პილასტრებზეა გადადებული. პილასტრების ბაზები და კაპიტელები სფერული ფორმისაა. თვით ჯვრის კონტური ხაზგასმულია ორმაგი ლილვით, მკლავების ღერძების გადაკვეთა აქცენტირებულია გირჩით. ლილვებს შორის მოქცეული არე მთლიანად შევსებულია ერთმანეთში გადახლართული რგოლების გეომეტრიული ორნამენტით. ქვაჯვარის სხვა მხარეები სრულიად სადაა. ქვაჯვარის გვერდზე მიწაში ჩაფლულია ბუნის ქვა გვერდების ზომებით — 50 X 45 სმ.

გუდარეხის ქვაჯვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  •   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 8712

სქოლიორედაქტირება