ჩხიკვთა
ჩხიკვთა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჩხიკვთა, აბელიანი, გუდარეხი, ვაკე, მაწევანი, ტბისი, ქსოვრეთი, ხოპისი).[1]მდებარეობს მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 920 მ., თეთრიწყაროდან 7 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა. ჩხიკვთას სასოფლო საბჭო მოიცავდა ასევე სოფელ გოლთეთს. სოფელში შემორჩენილია არქიტექტურის ძეგლი ჩხიკვთის სიონი (1679 წ.), ასევე კომპლექსი, რომელშიც შედის გალავანი „გმირთ ნაკვეთი“ (ძვ. წ. I საუკუნე) და სამების ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები).
სოფელი | |||
---|---|---|---|
ჩხიკვთა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | ქვემო ქართლი | ||
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ჩხიკვთა | ||
კოორდინატები | 41°34′30″ ჩ. გ. 44°32′04″ ა. გ. / 41.57500° ჩ. გ. 44.53444° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 920 მ | ||
მოსახლეობა | 147[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (100 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 147 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 221 | 113 | 108 |
2014[1] | 147 | 69 | 78 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 178.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II