საძვალე
საძვალე — საგანგებო სათავსო, უპირატესად, ტაძრებისა და ეკლესიების იატაკქვეშ ან ცალკე, მათთან ახლოს, საკულტო ადგილებში კი — მიწის ქვეშ, რომელშიც კრძალავდნენ ოჯახის, გვარის წევრებს. საძვალე მრავალგზის და ხანგრძლივად გამოსაყენებელი, ჩვეულებრივ, მოზრდილი, კარიან-ტახტრევნიანი სამარეა; აგებული ან კლდეში გამოკვეთილი, რომლის გაღება და კვლავ დახურვა შეიძლება.
საძვალე ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში, სადაც მას, მუმიებთან ერთად, სფინქსები იცავდნენ. საქართველოში საძვალე განსაკუთრებით გავრცელდა ადრინდელი ფეოდალური ხანიდან. საძვალის სახეობებია ოსუარიუმები.
საძვალეს (საგანგებოდ გაჭრილ ორმოებს) აკეთებენ არქეოლოგიური გათხრების დროს, რათა აღმოჩენილი ძვლები გადარჩევის შემდეგ ისევ დამარხონ. იგი აღნიშნულია გათხრების გეგმასა და სხვა საველე დოკუმენტებში. ზოგი არქეოლოგიური ექსპედიცია გათხრებისას აღმოჩენლ ყველა ძვალს აღრიცხავს და ინახავს შემდგომში დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. საქართველოში ამ მეთოდს მიმართავს მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია,რომელსაც საგანგებო საძვალე — ოსტეოთეკა აქვს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 217.